ირაკლი კობახიძე რუსეთის მოქალაქეებთან დაკავშირებით „ლელოს“ ინიციატივაზე - ეს არის მოღალატეობრივი ინიციატივა - როდესაც გინდა დააზიანო საკუთარი ქვეყანა მოსახლეობა, ეს ნიშნავს, რომ პირდაპირ ხარ მომართული ღალატისკენ

ეს არის ჩვეულებრივი მოღალატეობრივი ინიციატივა. როდესაც შენი ხელით გინდა დააზიანო საკუთარი ქვეყანა, საკუთარი მოსახლეობა, ეს ნიშნავს, რომ პირდაპირ ხარ მომართული ღალატისკენ და ეს არის „ლელოს“ სულისკვეთება, ისევე, როგორც კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სულისკვეთება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ რუსეთის მოქალაქეებთან დაკავშირებით „ლელოს“ ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთის მიმართ სანქციების დაწესება საქართველოს ეკონომიკას დააზიანებს და არა რუსეთს.

„ზოგადად, როცა ვიღაცას სანქციებს უწესებ, უნდა დააზიანო სხვა. სხვანაირად რა აზრი აქვს სანქციას? რაც შეეხება რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, ჩვენ ჩვენი სანქციებით რუსეთს ვერ დავაზიანებთ, სამაგიეროდ საკუთარ ეკონომიკას მივაყენებთ უმძიმეს დარტყმას. ეს არის ამ „ომის პარტიის“ და „ღალატის პარტიის“ მთავარი მიზანი, რომ რამენაირად დააზიანონ საკუთარი ქვეყანა და „ლელოც“ არის ერთ-ერთი გამოხატულება. როცა იცი, რომ სანქციების დაწესება მინიმუმ, 10%-ით შეამცირებს შენს ეკონომიკას პირველივე წელს, რაც ნიშნავს, რომ დაახლოებით, 150 000 ადამიანი სამსახურს დაკარგავს პირველივე წელს და ამ ინიციატივას პარლამენტში წარადგენ, უბრალოდ მოღალატე ხარ და მეტი არაფერი. რა დავარქვა მეტი ამას?!“ - განაცხადა კობახიძემ.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა