სემეკმა 7 კომპანია დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ), საჯარო სხდომაზე, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ჯამში 65 000 ლარით 7 კომპანია დააჯარიმა.

სემეკის ინფორმაციით, დაჯარიმების მიზეზია კომპანიების მიერ ენერგეტიკულ საქმიანობასთან დაკავშირებით ყოველთვიური ანგარიშგების სემეკში წარმოუდგენლობა, რიგ შემთხვევებში არასწორად წარმოდგენა ან დარღვევის გამეორება.

„10 000 – 10 000 ლარით დაჯარიმდნენ შპს „ვოთერ ენერჯი“, შპს „ერა ჯორჯია“, შპს „ჰიდრო დეველოპმენტ კომპანი“, შპს „ჯონოული 1“, შპს „ჩირაღდანი“, შპს „გაზმშენი“, ხოლო 5 000 ლარით - შპს „თბილისის საინვესტიციო ჯგუფი“. კომპანიებს განემარტათ, რომ დარღვევის განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან განმეორების შემთხვევაში, კვლავ დაჯარიმდებიან საქართველოს კანონის შესაბამისად.

ყოველთვიური ანგარიშგების არასრულყოფილად წარმოდგენის გამო წერილობითი გაფრთხილება მიეცა 14 ენერგეტიკულ საწარმოს. ამასთანავე, მიეცათ გაფრთხილება, რომ დარღვევის აღმოუფხვრელობის ან განმეორების შემთხვევაში, სანქციის სახით განესაზღვრებათ ჯარიმა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც მომხმარებლებს დარჩათ - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები