კახა კალაძე - უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა

უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია ნოემბრის ბოლოს დასრულდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა და მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის მიმდინარეობაზე დეტალურად ისაუბრა.

მისივე თქმით, პროექტის ფარგლებში, უსაფრთხოების მიზნით, ფერდის დამცავი კედლები ეწყობა, რომლის სამუშაოებიც, ასევე, ბოლო ეტაპზეა.

„უნივერსიტეტის ქუჩაზე პირველი, რაც გაკეთდა, იყო მიწისქვეშა კომუნიკაციები. აღნიშნული სამუშაოები დასრულებულია. გზის სავალ ნაწილზე ასფალტის საფარის ქვედა ფენები დაგებულია, სრულდება ტროტუარის მოწყობა და საჰაერო სადენების კაბელ-არხებში განთავსება. მონტაჟდება გარე განათების ახალი ქსელი და ეწყობა საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი გაჩერებები. უახლოეს დღეებში ასფალტის საფარის ზედა ფენა დაიგება. ნოემბრის ბოლოს პროექტით გათვალისწინებული საგზაო სამუშაოები დასრულდება და გადაადგილება ორმხრივად იქნება შესაძლებელი. შემდეგ ჩატარდება გზის დახაზვისა და კეთილმოწყობის სამუშაოები, რომელთაც პარალელურად განვახორციელებთ, გადაადგილება კი ორმხრივად იქნება შესაძლებელი, რადგან აღნიშნული ქუჩის ცალმხრივად ჩაკეტვა და იმ სამუშაოების ჩატარება ძალიან დიდ პრობლემასთან იქნება დაკავშირებული“, - განაცხადა თბილისის მერმა.

თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, კახა კალაძემ დედაქალაქში მცხოვრებლებს რეაბილიტაციის პროცესში შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიში კიდევ ერთხელ მოუხადა.

„აღნიშნულმა სამუშაოებმა დიდი დისკომფორტი შეუქმნა მოსახლეობას, რისთვისაც თბილისელებს კიდევ ერთხელ მინდა ბოდიში მოვუხადო. სამწუხაროდ, სხვანაირად ვერ ხერხდება სამუშაოების წარმოება და გვიწევს კონკრეტული ქუჩების ჩაკეტვა. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ წლის განმავლობაში ორ მსხვილ პროექტზე მეტი არ გავაკეთოთ, რომ საერთოდ კოლაფსი არ გამოვიწვიოთ ქალაქში. უნივერსიტეტის ქუჩისა და წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, არსებული დისკომფორტიც მოიხსნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა