„ჰამასი“ აცხადებს, რომ დროებითი ზავი ძალაში ხვალ, დილის 10:00 საათზე შევა

„ჰამასი“ აცხადებს, რომ დროებითი ზავი ძალაში ხვალ, დილის 10:00 საათზე შევა. „ჰამასის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა მუსა აბუ მარზუკმა „ალ-ჯაზირასთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის დადებული დროებითი ზავი ძალაში ხვალ დილის 10:00 საათზე შევა.

აბუ მარზუკის ცნობით, მძევლების უმეტესობას, რომლებიც გათავისუფლდებიან, უცხო ქვეყნის მოქალაქეობა აქვთ. მას არ დაუკონკრეტებია ფლობენ თუ არა ისინი ისრაელის პასპორტებს.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დროებითი ზავი ძალაში ხვალ დილის 10:00 საათზე შევა, ისრაელის მხარეს ჯერჯერობით არ დაუდასტურებია.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც მომხმარებლებს დარჩათ - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები