საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, გარემოსდაცვით პროფესიებთან დაკავშირებით, ვებინარი ჩატარდა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, გარემოსდაცვით პროფესიებთან დაკავშირებით, ვებინარი ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, ვებინარი დისტანციურ რეჟიმში გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხარდაჭერით გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილე სტუ-ის ხუთი საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელებმა, თბილისისა და საქართველოს რეგიონების სკოლების მოსწავლეებისთვის პრეზენტაცია წარადგინეს.

როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში, პროფესორი ზურაბ გასიტაშვილი აცხადებს, ვებინარის მისია, მომავალი აბიტურიენტებისთვის, ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიების საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაა.

„ვებინარში - „გარემოსდაცვითი პროფესიები“, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან მონაწილეობა მიიღეს: სამთო გეო-ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ირაკლი გუჯაბიძემ, საინჟინრო გეოდეზიის საბაკალავრო

პროგრამის ხელმძღვანელმა, პროფესორმა გიორგი ჭიაურელმა, გარემოსდაცვითი ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელმა, პროფესორმა დიმიტრი ერისთავმა, ნიადაგისა და წყლის რესურსების ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელმა, პროფესორმა მთვარისა თანანაშვილმა, საინჟინრო უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ლუცინდა ჩხეიძემ და ასევე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამოქალაქო უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსმა თეიმურაზ მელქაძემ. სკოლის მოსწავლეებს ჩვენ მივაწოდეთ ამომწურავი ინფორმაცია თუ რატომ უნდა ჩააბარონ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში და რატომ უნდა აირჩიონ ქვეყნის განვითარებისთვის ესოდენ აუცილებელი პროფესიები. ჩვენ წარვადგინეთ შრომის ბაზარზე მოთხოვნადი სპეციალობების პროგრამები, რომელიც ამ ეტაპზე კადრების ნაკლებობას განიცდის. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ სკოლის მოსწავლეები პრეზენტაციით დაინტერესდნენ, იყო კითხვები და გამოითქვა სურვილი სამომავლოდ უნივერსიტეტში სტუმრობის შესახებ“, - განაცხადა ზურაბ გასიტაშვილმა.

სტუ-ის ინფორმაციით, ვებინარში ხუთი სასწავლო პროგრამის ხელმძღვანელებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელმა. პროფესორი ნატო ქათამაძე გარემოსდაცვითი პროფესიების შესახებ ინფორმაციის მიწოდების პარალელურად, მომავალ აბიტურიენტებს ესაუბრა იმ შესაძლებლობებზე, რომელსაც უნივერსიტეტი დასაქმების მიმართულებით სთავაზობს სტუდენტებს. კარიერული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელის თქმით, ვებინარში ჩართული სკოლების წარმომადგენელთა აქტიურობის გათვალისწინებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამომავლოდ, აპირებს გაზარდოს საინფორმაციო არეალი და საქართველოს რეგიონების ყველა სკოლა მოიცვას.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები