შალვა პაპუაშვილი - უახლოეს დღეებში  9 პრიორიტეტთან დაკავშირებით ვაპირებთ შევიმუშაოთ ჩვენი შემდგომი ნაბიჯების გეგმა, რომელსაც საზოგადოებას გავაცნობთ

კონფერენციაზე განვიხილეთ ყველა საკითხი, რაც 9 პრიორიტეტის ნაწილია, მათ შორის მსჯელობა გვქონდა დეოლიგარქიზაციის გეგმის პროექტზე, რომელიც მთავრობის კოორდინირებით შემუშავდა, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა კონფერენციის „საქართველოს გზა ევროკავშირისკენ" დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, კონფერენციაზე ისაუბრეს არასამთავრობო სექტორის მოლოდინზე ყველა საკითხთან დაკავშირებით, დაწყებული დეზინფორმაციის პრობლემატიკით, გაგრძელებული უსაფრთხოების პოლიტიკასთან თანხვედრის თვალსაზრისით, დეოლიგარქიზაციით, სასამართლო რეფორმით, მედიასთან დაკავშირებული საკითხებით.

„კონფერენციაზე საინტერესო მსჯელობა გვქონდა, ოპოზიციაც მონაწილეობდა ამ პროცესში და მინდა მათ მადლობა გადავუხადო, რადგან საგნობრივი დისკუსია გვქონდა. ვაპირებთ, უახლოეს დღეებში შევიმუშაოთ 9 პრიორიტეტთან დაკავშირებით ჩვენი შემდგომი ნაბიჯების გეგმა, რომელსაც საზოგადოებას გავაცნობთ. თუკი ამ საკითხში ჩაერთვება ყველა, სამოქალაქო სექტორიც, ოპოზიციაც, ისევე წარმატებული ვიქნებით საბოლოო ჯამში, შედეგების მხრივ, როგორც კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, რომელსაც ველოდებით, რომ 15 დეკემბრისთვის იქნება პოზიტიური", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კონფერენცია - „საქართველოს გზა ევროკავშირისკენ" გახსნეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ და საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარე ნინო ჩხობაძემ. კონფერენციის მონაწილეებმა იმსჯელეს ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით დადებით რეკომენდაციაზე და განიხილეს 9 პრიორიტეტი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს