თაკო ჩარკვიანი - მამუკა ხაზარაძისთვის წარსული „ნაციონალური მოძრაობაა“ და ჩემთვის წარსული მამუკა ხაზარაძეა - არც მე მინდა „ლელო“, მაგრამ გავერთიანდეთ მედასავლეთეები

მამუკა ხაზარაძისთვის წარსული „ნაციონალური მოძრაობაა“ და ჩემთვის წარსული მამუკა ხაზარაძეა, - ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, რითაც პარტია „ლელოს“ ლიდერების მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება იმის შესახებ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ წარსულია და მათთან გაერთიანებას არ აპირებენ.

თაკო ჩარკვიანის თქმით, წარსულზე თუ დავიწყებთ ლაპარაკს, მაშინ ჯერ ხაზარაძის წართმეული ბინები უნდა დაუბრუნონ თბილისელებს.

„ძალიან ვგულშემატკივრობ ამ პარტიას, „ნაციონალურ მოძრაობას", რადგან ერთ რაღაცაში პირუთვნელად ეჭვი არ მეპარება, რომ ისინი ბოლომდე მედასავლეთეები არიან, რაც საქართველოსთვის დღეს სასიცოცხლოდ, გადამწყვეტად მნიშვნელოვანია. მომეწონა მანიფესტი რომ ვნახე, სადაც გაერთიანებაზეა საუბარი. მედასავლეთეების გზაზე სტატუსი რომ გვინდა, მაშინ ამ ერთის გამო გავერთიანდეთ. „ნაციონალებმა“ თქვეს, რომ ყველანი გავერთიანდეთ. „ნაციონალური მოძრაობა“ იცით რა არის? ყველაზე მსხვილი ოპოზიციური, მედასავლეთე პარტიაა.

მამუკა ხაზარაძის განცხადება ვნახე. მამუკასთვის წარსული „ნაციონალური მოძრაობაა“ და ჩემთვის წარსული მამუკა ხაზარაძეა იმიტომ, რომ მე მის საბანკო სისტემასაც ვაპროტესტებდი იმ წლებში. ვისთვის რა არის წარსული? წარსული ჩემთვის მამუკა ხაზარაძეა და ფხაკაძეა, 90-იანი წლებიდან რომ მოდიან. აი, რამდენი ხნის წარსულია. ამიტომ წარსულს დავანებოთ თავი. თუ ვინმეს რამე გაუკეთებია სახელმწიფოსთვის, ის კაცია, ციხეში რომ ზის. წარსულზე თუ დავიწყებთ ლაპარაკს, მაშინ ჯერ ხაზარაძის წართმეული ბინები დაუბრუნონ თბილისელებს, წელში რომ გადაამტვრიეს მამაკაცები და ცოლები რომ გაუქციეს ემიგრაციაში. შევწყვიტოთ ახლა ამაზე საუბარი და მართლა გავერთიანდეთ მედასავლეთეები, არც მე მინდა „ლელო“. თქვენ გგონიათ ჩვენი ღირებულებები ემთხვევა? არანაირად“, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები