შალვა პაპუაშვილი - სალომე ზურაბიშვილი სრულად გასულია კონსტიტუციური ჩარჩოებიდან და რა გადაწყვეტილებას მიიღებს, განჭვრეტა შეუძლებელია

სალომე ზურაბიშვილი სრულად გასულია კონსტიტუციური ჩარჩოებიდან და რა გადაწყვეტილებას მიიღებს ამის წინასწარ განჭვრეტა შეუძლებელია, - ასე პასუხობს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, აქვს თუ არა მოლოდინი, რომ პრეზიდენტი პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ბრალდებულ ლაზარე გრიგორიადისს შეიწყალებს.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მას არანაირი მოლოდინები არ მაქვს ამ საკითხზე სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით, ვინაიდან, „არა თუ შეწყალება, მან კონსტიტუცია დაარღვია“.

„ჯერ სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. მნიშვნელოვანია, რომ სასამართლოს მივცეთ იმის შესაძლებლობა, რომ დაადგინოს ბრალეულობა იმ პარის ან არ დაადგინოს. მე მგონი, ქართველი ხალხი იმსახურებს იმის გაგებას, ვინ იყო ის ადამიანი, ვინც საქართველოს ისტორიაში პირველად მოლოტოვის კოქტეილი ესროლა ცოცხალ ადამიანს და წვავდა. ამ კითხვაზე პასუხი უნდა გასცეს საქართველოს სასამართლომ, ამიტომ მნიშვნელოვანია ჯერ მართლმსაჯულების აღსრულება და მოვისმინოთ, მართლმსაჯულება რას იტყვის ამ საკითხზე“, - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს