უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ირაკლი ქურციკიძე სამშობლოში ჩამოასვენეს

გამთენიისას, უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ირაკლი ქურციკიძე სამშობლოში ჩამოასვენეს. დაღუპულ მებრძოლს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოჯახის წევრები, ახლობლები და პოლიტიკოსები დახვდნენ.

„ოჯახის წევრებმა, რა თქმა უნდა, ბოლომდე არ ვიცოდით, რა სირთულეების ოპერაციებს ატარებდა, თუმცა გზადაგზა ირკვევა. თანამებრძოლები გვეხმიანებიან, ჩამოსულებიც იყვნენ და გვიყვებიან, თუ რამდენი ღვაწლი აქვს გაწეული, რამდენი ადამიანი ჰყავს გადარჩენილი. შეიძლება ითქვას, რომ ასეთი გმირის დაკარგვა მთელი ქვეყნისთვის ტრაგედიაა“, - განაცხადა დაღუპულის ნათესავმა.

ცნობისთვის, რუსეთ-უკრაინის ომში, 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, 50-ზე მეტი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები