მედია - წინასწარი მონაცემებით ნიდერლანდების საპარლამენტო არჩევნებში ულტრამემარჯვენეებმა გაიმარჯვეს

წინასწარი მონაცემებით ნიდერლანდების საპარლამენტო არჩევნებში ულტრამემარჯვენეებმა გაიმარჯვეს, დათვლილია ხმების 98%, - ამის შესახებ ინფორმაციას ნიდერლანდების ეროვნული მაუწყებელი NOS-ი ავრცელებს.

ამ დროისთვის, ნიდერლანდების საპარლამენტო არჩევნების შედეგების 98%-ია დათვლილი და წინასწარი მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებში ხეერტ ვილდერსის თავისუფლების პარტიამ (PVV) გაიმარჯვა, რომელიც პარლამენტში 37 მანდატს მიიღებს, იმაზე ორით მეტს, ვიდრე არჩევნებამდე ეგზიტპოლები წინასწარმეტყველებდა.

ამჟამად პარტიას პარლამენტში 17 მანდატი აქვს. მეორე ადგილს, მემარცხენე-მწვანეებისა და ლეიბორისტების კოალიცია (GroenLinks-PvdA) იკავებს, რომელსაც ევროკომისიის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, ფრანს ტიმერმანსი ხელმძღვანელობს და სავარაუდოდ, 25 მანდატს მიიღებს.

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის, მარკ რუტეს სახალხო პარტიას თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის (VVD), 24 მანდატის მიღება შეუძლია. ახლადშექმნილი პოლიტიკური პარტია ახალი სოციალური კონტრაქტი (NSC), რომელსაც პიტერ ომციგტი ხელმძღვანელობს, ნიდერლანდების პარლამენტში 20 მანდატს მოიპოვებს.

ნიდერლანდების საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ 77,8% შეადგინა. წინასწარი მონაცემების მიხედვით, არჩევნების შემდეგ ნიდერლანდებს მთავრობის კოალიციის ფორმირების ხანგრძლივი პროცესი მოელის.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები