გიორგი კეკელიძე - აფხაზი თავადების არქივები საქართველოში ბრუნდება

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები ესპანეთში იმყოფებიან.

ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ვიზიტის მიზანია აფხაზი თავადების, ჩხოტუების ესპანეთში დაცული უნიკალური არქივის საქართველოში ჩამოტანა.

მათივე ცნობით, არქივი ეროვნული ბიბლიოთეკის ემიგრაციის დარბაზში დაიდებს ბინას.

ვიზიტის შესახებ ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე წერს: „გილოცავთ ეპოქალური საქმის დასაწყისს! აფხაზი თავადების არქივები საქართველოში ბრუნდება! ეს ჰელენ ჩხოტუაა, უჭკვიანესი და ულამაზესი ქალი. ჩვენი მასპინძელი და უკვე მეგობარი. ჩხოტუების - დიდი აფხაზების, მალტის ორდენის კავალერების და მსოფლიო პოლიტიკის მონაწილეების მემკვიდრე. მან საქართველოს უდიდესი, ისტორიული არქივი გადასცა: საერთაშორისო მნიშვნელობის დოკუმენტები, ხელნაწერები, მიმოწერა, ფოტოები, წიგნები, ნივთები, ორდენები, რუკები - მოკლედ, საოცარი საგანძური, მალე საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ემიგრაციის მუზეუმში დაიდებს ბინას. სამი დღეა, არქივების გადარჩევის ურთულესი პროცესი მიმდინარეობს, რომელსაც ეროვნული ბიბლიოთეკიდან თქვენი მონა-მორჩილი, ლევან თაქთაქიშვილი, ბექა ღაჟონია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობიდან მანანა ქვაჩახია, ნატო მარშანია და საზოგადოებრივი მაუწყებლიდან ნინო ჩუტკერაშვილი ვუძღვებით. მასალა ათობით ყუთს მოიცავს, დღესაც ვიმუშავებთ, ხვალ ჯგუფი მადრიდში გაემგზავრება, მე კი სამშობლოში დავბრუნდები. პროექტი აფხაზეთის ა/რ მთავრობის მიერ არის ინიცირებული და პერსონალური მადლობა რუსლან აბაშიძეს, რომელთან ერთადაც ამ დიდ არქივს გავხსნით და გამოვფენთ საქართველოში ძალიან მალე. მალევე ერთობლივ მემორანდუმს გავაფორმებთ და სხვა არქივებზე დავიწყებთ მუშაობას. ესპანეთი. ანდალუსია. მალაგა. მარბელია”, - წერს გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში.

ეროვნული ბიბლიოთეკის ცნობით, ემიგრაციის დარბაზის მხარდამჭერია კომპანია „სარაჯიშვილი“.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება