სოფო ჯაფარიძე - ევროპარლამენტში თამაზ გინტურის მკვლელობა შეფასდა საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის წინააღმდეგ მიმართულ პროვოკაციად - მიღებული რეზოლუცია გინტურის კიდევ ერთი გამარჯვებაა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენლის, სოფო ჯაფარიძის განცხადებით, ევროპარლამენტის მიერ რუსული სამხედროების მიერ მოკლული თამაზ გინტურის მკვლელობა შეფასდა, როგორც „პროვოკაცია, რომელიც საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის წინააღმდეგაა მიმართული“.

როგორც მან მიხეილ სააკაშვილის საზოგადოებრივ მისაღებში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ თამაზ გინტურის მკვლელები „სრული სიმკაცრით“ დაისაჯონ.

„ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია ქართული სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი და ჩვენი პარტნიორების ძალისხმევით ვაკეთებთ იმას, რასაც რეალურად „ქართული ოცნება“ უნდა აკეთებდეს. ევროპარლამენტი გმობს თამაზ გინტურის მკვლელობას და ასევე ეხმაურება, საოკუპაციო ხაზთან მშვიდობიანი მოქალაქეების დაკავებას. თამაზ გინტურის მკვლელობა შეფასდა - კიდევ ერთი პროვოკაცია, რომელიც საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის წინააღმდეგაა მიმართული. დღევანდელი რეზოლუცია თამაზ გინტურის კიდევ ერთი გამარჯვებაა და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თამაზ გინტურის მკვლელები სრული სიმკაცრით დაისაჯონ. სამწუხაროდ, დღეს რასაც უნდა აკეთებდეს ჩვენი ხელისუფლება, აკეთებს ქართველი ხალხი და ქვეყნის მესამე პრეზიდენტი მის გუნდთან ერთად. მესამე პრეზიდენტის დაპირება შესრულებულია“, - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

ამასთან, ბრიფინგზე რუსი სამხედროების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ძმა, გივი გინტური იმყოფებოდა, რომელმაც მიხეილ სააკაშვილს და ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას მადლობა გადაუხადა.

გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა