ჯაბა სამუშიამ შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან სამუშაო შეხვედრა გამართა

გერმანიაში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, თსუ რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დელეგაციასთან ერთად შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტს ესტუმრა.

თსუ-ს ცნობით, გერმანულ უნივერსიტეტს თსუ-სთან მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობა აკავშირებს.

„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უკვე მე-14 წელია მოქმედებს საჯარო ადმინისტრირების ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა, რომელიც საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე პირველი სამაგისტრო პროგრამაა საქართველოში.

ჯაბა სამუშიამ სამუშაო შეხვედრები გამართა მასპინძელი უნივერსიტეტის რექტორთან, პრორექტორთან, ყოფილ რექტორთან, ასევე ერთობლივი პროგრამის განხორციელებაში ჩართულ აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალთან.

შეხვედრებისას განხილულ იქნა ერთობლივი პროგრამის გაძლიერების შესაძლებლობები, პროგრამის უწყვეტად ფუნქციონირების 15 წლისთავის აღსანიშნავი ღონისძიებების ფორმატი და შინაარსი, რომლის აღნიშვნაც დაგეგმილია 2024 წლის პირველ ნახევარში.

საუბარი ასევე შეეხო სტუდენტების მობილობის პროგრამის გაფართოებას და ერაზმუს პლუსის საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროგრამის ფარგლებში ახალი საპროექტო განაცხადის წარდგენას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები