მიხეილ სარჯველაძე - „ვარდების რევოლუციის“ აღნიშვნა და მისთვის პომპეზურობის შინაარსის მიცემა, პოლიტიკური და ეთიკური ამორალობის კომპონენტს შეიცავს - მათი მანიფესტიც საკუთარი რენომეს შენარჩუნებისთვის გადადგმული ნაბიჯია

„ვარდების რევოლუციის“ აღნიშვნა და მისთვის პომპეზურობის შინაარსის მიცემა, პოლიტიკური და ეთიკური ამორალობის კომპონენტს შეიცავს - ამ პოლიტიკური გუნდისთვის დამახასიათებელი სიმახინჯეა, როცა საკუთარი პოლიტიკური წარმატება უფრო მნიშვნელოვან დღედ მიაჩნიათ, ვიდრე გიორგობის დღესასწაული, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

სარჯველაძის შეფასებით, 2003 წლის 23 ნოემბრის შემდეგ ჩამოყალიბებული ხელისუფლების ბრალით საქართველოში არა ერთი ოჯახი გაუბედურდა და უზარმაზარი ტრაგედიის მსხვერპლი გახდა“.

მისივე თქმით, „საზოგადოების დიდ ნაწილს იმ პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით არაფერი ეზეიმება“.

„2013-2014 წელს მობოდიშების მიუხედავად, მათ აღქმული არა აქვთ, რომ დააშავეს. ბოდიში აქვთ მოსახდელი იმ ადამიანებისთვის, ვინც ტერორიზმში ცხოვრობდა და მათი რეჟიმი საკუთარ ზურგზე განიცადეს. ფიქრობენ, რა მოიფიქრონ ისეთი, სადაც პოლიტიკურ თავდაღმართში მყოფი პარტიის დამუხრუჭება შეუძლია. ამისთვის ისეთ ფორმებს იგონებენ, რომ თითქოს კონსოლიდაციის ფუნქციის შესრულება შეუძლიათ. რა კონსოლიდაციაზეა საუბარი, როცა მანიფესტაციით სახის შენარჩუნებაა იმ პოლიტიკური პარტიის, რომელიც ინგრევა. ყველა კარგად ხვდება, რომ გაფორმება სჭირდებათ იმის, თუ როგორ დასრულდება კეზერაშვილისა და მელიას დაჯგუფებების დაპირისპირება. ეს არის მხოლოდ ფორმალური დასასრული, თორემ პარტია დიდი ხნის წინ დასრულებული და დანგრეულია. მათ ერთადერთი ამოცანა აქვთ, ვინ მეტს დატოვებს ნანგრევებიდან. მათი საზრუნავი და ფუნქცია სწორედ ეს არის. მათი მანიფესტიც საკუთარი რენომეს შენარჩუნებისთვის გადადგმული ნაბიჯია, თორემ სხვა მხრივ, შინაარსისგან დაცლილია“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები