ნინო ზამბახიძე G100-ის ფარგლებში რომში გამართულ ქალთა ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობდა

საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე, რომელიც G100-ის გლობალური ქალი ლიდერების ფერმერობის, აგროტურიზმისა და აგროტეკის მიმართულებას ხელმძღვანელობს, იტალიაში, ქალაქ რომში ქალთა ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობდა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფერმერთა ასოციაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქალთა ეკონომიკურ ფორუმზე, რომელსაც იტალიის პრეზიდენტი სერჯო მატარელა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ლიდერი ქალები ესწრებოდნენ, თანასწორობის, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური მდგრადობის ხელშეწყობის, უსაფრთხოების, ჯანდაცვის თანასწორი ხელმისაწვდომობისა და სხვა თემების განხილვასთან ერთად, დიდი ყურადღება სოფლის მეურნეობისა და სასურსათო უსაფრთხოების საკითხებს დაუთმეს.

„ნინო ზამბახიძე პირველი ქალია საქართველოდან, რომელიც 2021 წელს G100-ის ფერმერობის, აგროტურიზმის და აგროტეკის მიმართულების გლობალურ თავმჯდომარედ აირჩიეს.

G100 არის გლობალური ქალი ლიდერების ჯგუფი, რომელიც 100 გამორჩეულ და გავლენიან ქალს აერთიანებს, მათ შორის ნობელის პრემიის ლაურეატებს, სახელმწიფოს ყოფილ მეთაურებს, მინისტრებს, ფილანტროპებს, ინვესტორებს, მეწარმეებს, კორპორაციულ და საზოგადოების ლიდერებს. G100 არის ის წრე, რომელშიც წარმოდგენილია 100 საუკეთესო ლიდერი, მსოფლიო მასშტაბით, 100 სხვადასხვა სექტორიდან. მისი თითოეული წევრი არის გლობალური თავმჯდომარე, რომელიც ხელმძღვანელობს კონკრეტულ სექტორს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები