ზურაბ ჭიაბერაშვილი - "ნაციონალური მოძრაობა" ღიაა ყველასთვის, ვინც მანიფესტს შემოუერთდება, ვინც არა, მას დამოუკიდებელი პოლიტიკური ცხოვრება ექნება

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, ვინც "ნაციონალური მოძრაობის" მანიფესტს არ შეუერთდება, ეს ფაქტობრივად, ნიშნავს იმას, რომ მას დამოუკიდებელი პოლიტიკური ცხოვრება ექნება.

როგორც ზურაბ ჭიაბერაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, პარტიის კარი მანიფესტზე ხელმოწერისთვის ყველასთვის ღიაა.

"მანიფესტი არის "ნაციონალური მოძრაობის" განაცხადი, რომ გვაქვს ღია პლატფორმა და ვისაც აქვს სურვილი შემოერთდეს იმ პრინციპებს, რაც მანიფესტშია ჩამოწერილი, კარი ყველასთვის ღიაა. ვინც პარტიის გაუმართლებელი კრიტიკით და პარტიის ლეგიტიმურად არჩეული სტრუქტურების ეჭვქვეშ დაყენებით ცდილობს, რომ პარტია დაასუსტოს, ის თვითონ აყენებს თავს პარტიის გარეთ. პარტიაში ამ მანიფესტზე გადაწყვეტილება მიღებულია. ახლა გადაწყვეტილება ინდივიდუალურად მისაღები აქვს იმ ადამიანებს, ვინც ამ მანიფესტს ნებისმიერი ფორმით შემოერთდება, იქნება ეს სოციალური მედია, ტელევიზია თუ ა.შ. თუ არ შემოერთდება, დამოუკიდებელ გზას აირჩევს. ჩვენ გაგვიხარდება, თუ პარტიას ისინიც შემოერთდებიან, ვისი განცხადებებიც მთელი ამ ხნის განმავლობაში სამწუხაროდ, პარტიის საწინააღმდეგოდ იყო მიმართული. ეს მათი არჩევანი იქნება. "ნაციონალური მოძრაობა" ღიაა ყველასთვის, ვინც მანიფესტს შემოერთდება, ხოლო ვინც არ შემოერთდება, დამოუკიდებელი პოლიტიკური ცხოვრება ექნება", - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს განცხადება იმას, რომ ასეთ შემთხვევაში ისინი პარტია "ნაციონალურ მოძრაობას" დატოვებენ, ჭიაბერაშვილმა განმარტა: "გადაწყვეტილება არის მანიფესტი და ახლა მანიფესტზე შეერთება-არ შეერთებაზე გადაწყვეტილებას ინდივიდუალურად იღებენ".

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები