გიორგი ბარამიძე - იმედი მაქვს, ჩემი მეგობრები, მათ შორის, ისინი, ვინც პარტიას საჯაროდ აკრიტიკებს, შეძლებენ საკუთარ თავში ძალა გამონახონ, რომ მანიფესტს შეუერთდნენ

იმედი მაქვს, ჩემი მეგობრები, მათ შორის, ისინი, ვინც პარტიას სხვადასხვა გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საჯაროდ აკრიტიკებს, შეძლებენ საკუთარ თავში ძალა გამონახონ, რომ მანიფესტს შეუერთდნენ - ჩვენი ამოცანა არის ერთობა, მიხეილ სააკაშვილის ლიდერობით ბრძოლა და გამარჯვება, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ბარამიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ პარტიიდან არავის გარიცხვას აპირებს.

"ჩვენ უნდა დავამარცხოთ და დავამარცხებთ კიდეც ამ რეჟიმს. ძალა ერთობაშია და თუ ერთად ვიქნებით ის ადამიანები, ვისაც საერთო შეხედულებები და საერთო იდეოლოგიური პლატფორმა გვაქვს, რომელიც არის სწორედ ასახული ამ მანიფესტში, მაშინ ეს ბევრად უფრო ადვილად მოხერხდება. ასე რომ, აქ არავინ არავის ავალდებულებს. ხელმოწერები არ არის სავალდებულო. მე პირადად არაფრის ხელის მოწერას არ ვაპირებ, ვუერთდები ამ მანიფესტს. იმედი მაქვს, რომ ჩემი მეგობრები, მათ შორის, ისინი ვინც პარტიას სხვადასხვა გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საჯაროდ აკრიტიკებს, შეძლებენ საკუთარ თავში ძალა გამონახონ, რომ მიუერთდნენ ამ მანიფესტს. ყოველ შემთხვევაში არავინ არავის რიცხავს. ძალა ერთობაშია და ჩვენი ამოცანა არის ერთობა, მიხეილ სააკაშვილის ლიდერობით ბრძოლა და გამარჯვება", - განაცხადა ბარამიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს