საქართველოს დელეგაციის წევრები კახის წმინდა გიორგის ეკლესიაში იმყოფებოდნენ, სადაც მიტროპოლიტმა თეოდორემ სადღესასწაულო პარაკლისი აღავლინა

საქართველოს დელეგაციის წევრები კახის წმინდა გიორგის ეკლესიას ეწვივნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, კახის წმინდა გიორგის ეკლესიაში ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა, ხორნაბუჯის, ჰერეთის და ნეკრესის ეპარქიის დროებითმა მმართველმა, თეოდორემ (ჭუაძე) სადღესასწაულო პარაკლისი აღავლინა.

„დღეს ქართველი მართლმადიდებლებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღესასწაული - წმინდა დიდმოწამე გიორგი კაბადოკიელის ბორბალზე წამების დღეა. წმინდა გიორგი საქართველოსთვის დიდი დატვირთვის მატარებელი სიმბოლოა და განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ ტრადიციად დაამკვიდრა ამ დღის აზერბაიჯანის რესპუბლიკის კახის რაიონში მცხოვრებ თანამემამულეებთან ერთად აღნიშვნა. ტრადიცია არც წელს დაირღვა - 120 წევრიანი დელეგაცია საქართველოს საპატრიარქოს, მუსლიმთა სამმართველოს, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, ლაგოდეხისა და დედოფლისწყაროს საკრებულოსა და მერიის, რელიგიის სააგენტოს წარმომადგენელთა შემადგენლობით, დღეს კახის რაიონში ჩავიდა.

დელეგაციის წევრები კახის წმინდა გიორგის ეკლესიას ეწვივნენ, სადაც სადღესასწაულო პარაკლისი ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა, ხორნაბუჯის, ჰერეთის და ნეკრესის ეპარქიის დროებითმა მმართველმა, თეოდორემ (ჭუაძე) აღავლინა. წირვის დასრულების შემდგომ. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ და სააგენტოს თანამშრომლებმა კახის მცხოვრებ მართლმადიდებლებს საჩუქრად 150 ბიბლია გადასცეს.

დელეგაციის შემადგენლობაში არიან საქართველოს პარლამენტის წევრები, გურამ მაჭარაშვილი და ბადრი ბერიანიძე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარე, კარლო ჯამბურია, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ ჯანიაშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანში, ზურაბ პატარაძე, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე, რელიგიის სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, დავით დავითაშვილი, უფროსი სპეციალისტი, ავთანდილ კვერნაძე, იურისტი ალექსანდრე შეყილაძე, მენეჯერი ლაშა მჭედლიძე და სააგენტოს თანამშრომელი ვაჟა ართმელაძე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები