„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ მომხმარებელს „შავი პარასკევის“ სპეციალურ შეთავაზებაზე იწვევს

„ტოიოტა ცენტრი თბილისი“, კომპანიაში მიმდინარე აქციების პარალელურად, მომხმარებელს „შავი პარასკევის“ სპეციალურ შეთავაზებაზე იწვევს, რომლით სარგებლობაც 24 და 25 ნოემბერს არის შესაძლებელი. ამის შესახებ ინფორმაციას „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ავრცელებს.

საქართველოში ტოიოტას პირველი ოფიციალური დილერის ცნობით, „შავი პარასკევის“ სპეცშეთავაზების ფარგლებში, ტოიოტას ორიგინალი წარმოების ნებისმიერ ავტონაწილს მომხმარებელი 20%-იანი ფასდაკლებით შეიძენს და ასევე, ყველა ტიპის ავტოსერვისშიც 20%-ით ნაკლებს გადაიხდის.

როგორც კომპანიის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი თინათინ მაკარიძე აღნიშნავს, „შავი პარასკევის“ სპეცშეთავაზებით მოსარგებლე ნებისმიერ მომხმარებელს, რომელიც 350 ლარის ოდენობის შენაძენს გააკეთებს, „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ სპეციალურ საჩუქარს გადასცემს.

„შავი პარასკევის“ აქციის ფარგლებში „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ მომხმარებელს 20%-იან ფასდაკლებას სთავაზობს, როგორც ორიგინალი ავტონაწილების შეძენაზე, ასევე, ნებისმიერი სახის სერვისზე. რა თქმა უნდა, სურვილის შემთხვევაში, მომხმარებელს შესაძლებლობა მიეცემა ცენტრში მიმდინარე სხვა აქციებითაც ისარგებლოს და სხვადასხვა მოდელის ავტომობილებზე სპეცფასად შეცვალოს ძრავის ზეთი და ფილტრი. გვინდა მომხმარებელმა გაითვალისწინოს, რომ „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ მათ მომსახურებას გაუწევენ ტოიოტას მიერ სერთიფიცირებული პროფესიონალი ტექნიკოსები, რომლებიც მძღოლებს უმოკლეს დროში განუახლებენ ავტომობილს. გარდა ამისა, ყველა მომხმარებელს, რომელიც ცენტრში „შავი პარასკევის“ სპეციალური შეთავაზების ფარგლებში 350 ლარის შენაძენს გააკეთებს, სამახსოვრო საჩუქრებს გადავცემთ“, - აცხადებს თინათინ მაკარიძე.

„ტოიოტა ცენტრი თბილისის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის ინფორმაციით, „შავი პარასკევის“ სპეცშეთავაზებით სარგებლობის მსურველებს, დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეუძლიათ მიმართონ „ტოიოტა ცენტრი თბილისს“ ნომრებზე: 032 2511; 032 2 522 022, შემდეგ კი ეწვიონ ცენტრს 09:30-დან 18:00 საათამდე, ხოლო შაბათს - 09:30-დან 14:00 საათამდე, მისამართზე: დავით აღმაშენებლის ხეივანი #116; www.toyota-tbilisi.com

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები