სილქნეტი ფასდაკლების კვირეულს უერთდება

დღეიდან სილქნეტი, მობილურ და ოპტიკურ სერვისებზე, მრავალფეროვან შეთავაზებებს იწყებს. მომხმარებელი საუკეთესო პირობით ჩაირთავს: ულიმიტო პაკეტებს, მიიღებს ფასდაკლებებსა და საჩუქრებს 27 ნოემბრის ჩათვლით.

შეთავაზებები მობილურ ქსელში

1+1: პაკეტები ორი ნომრისთვის ერთის ფასად

1+1 შეთავაზებით, ულიმიტო პაკეტები ორ ნომერზე ერთის ფასად შეგიძლიათ გაიაქტიუროთ. კოდით *024# ან ახალი MySilknet აპლიკაციიდან შეიძენთ:

  • ყველაფერი ულიმიტო (ინტერნეტი, სასაუბრო & SMS) – 55₾
  • ულიმიტო ინტერნეტი - 32₾
  • ულიმიტო სასაუბრო დრო - 22₾
  • მეტი უსასრულო+ (7GB, ულიმიტო სასაუბრო & SMS) -35₾

პირობა მეორე ნომერზე მხოლოდ ერთჯერადად გააქტიურდება, ხოლო ვადის ამოწურვის შემდეგ, ბალანსზე თანხის არსებობის შემთხვევაში, თქვენს ნომერზე პაკეტები ავტომატურად განახლდება. 1+1 პირობის გააქტიურება 24 - 27 ნოემბერს იქნება შესაძლებელი.

ულიმიტო პაკეტებზე 50%-იან ფასდაკლებას პორტირებული აბონენტები მიიღებენ

სილქნეტის ქსელში პორტირებისთვის საუკეთესო დროა. 6 თვის განმავლობაში, ყველაზე პოპულარულ პაკეტებზე 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ ის მომხმარებლები, რომლებიც 24-27 ნოემბერს სილქნეტის ქსელზე გადავლენ.

კოდით *024# ან ახალი MySilknet აპლიკაციიდან ჩაირთავთ შემდეგ პირობებს:

  • ყველაფერი ულიმიტო 27.5₾ (ნაცვლად 55₾-ისა)
  • ულიმიტო ინტერნეტი 16₾ (ნაცვლად 32₾-ისა)
  • ულიმიტო სასაუბრო დრო* 11₾ (ნაცვლად 22₾-ისა)
  • მეტი უსასრულო+ 17.5₾ (ნაცვლად 35₾-ისა)

დაპორტირდი ონლაინ ან ეწვიე ნებისმიერ სერვის ცენტრს სილქნეტის ქსელზე გადმოსასვლელად. გააქტიურებულ პაკეტებზე სპეციალური ფასი 180 დღე შენარჩუნდება.

ყველა ახალ SIM და eSIM საჩუქრები მოჰყვება

24-დან 27 ნოემბრის ჩათვლით, სტანდარტული ან ოქროს ნომრის (SIM, eSIM) ონლაინ შეძენის შემთხვევაში, მომხმარებელი სილქნეტისგან 6 თვის განმავლობაში მიიღებს საჩუქრებს!

შეარჩიეთ ახალი ნომერი ვებგვერდზე და აქტივაციის პროცესში, აირჩიეთ მეტი-S-ის რომელიმე სტანდარტული პაკეტი, შემდეგ კი Black Friday-ის საჩუქარი ჩაირთეთ: 2,000 MB ან 100 ადგილობრივი წუთი.

საჩუქრის მისაღებად, აუცილებელია, რომ თვის განმავლობაში ხარჯი შეადგენდეს მინიმუმ 5₾ . ამ ინფორმაციის შემოწმებას შეძლებთ კოდით *024#, ბონუსის შემოწმებას კი - MySilknet აპლიკაციიდან.

შეთავაზებები ოპტიკურ ქსელში

ოპტიკური ბუსტი უფასოდ

პაკეტის უცვლელად, სახლის ინტერნეტზე სიჩქარის გაზრდას უფასოდ შეძლებთ „ბუსტის“ შეთავაზებით. არსებულზე 15 მბ/წმ-ით მეტი სიჩქარით ისარგებლებთ მთელი თვე უფასოდ. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ, მომხმარებელი გააგრძელებს პროდუქტით სარგებლობას სტანდარტული ტარიფით - დღეში 0.2₾. დაიმატე Silk TV და მიიღე მრავალფეროვანი კონტენტი თვეში 5 ლარად!

ყველა მომხმარებელი, რომელიც თბილისში მხოლოდ ოპტიკური ინტერნეტით სარგებლობს, „შავი პარასკევის“ შეთავაზების ფარგლებში, შეძლებს დაიმატოს სატელევიზიო სერვისიც და თვეში მხოლოდ 5 ლარად გაიაქტიუროს მრავალფეროვანი კონტენტი. სპეციალური ტარიფი 3 თვის განმავლობაში შეუნარჩუნდება.

არ გამოტოვოთ „შავი პარასკევის“ შეთავაზებები სილქნეტში - მოინიშნეთ, აირჩიეთ და ჩაირთეთ სასურველი პირობა დღეიდან!

(R)

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ