დღეიდან სილქნეტი, მობილურ და ოპტიკურ სერვისებზე, მრავალფეროვან შეთავაზებებს იწყებს. მომხმარებელი საუკეთესო პირობით ჩაირთავს: ულიმიტო პაკეტებს, მიიღებს ფასდაკლებებსა და საჩუქრებს 27 ნოემბრის ჩათვლით.
შეთავაზებები მობილურ ქსელში
1+1: პაკეტები ორი ნომრისთვის ერთის ფასად
1+1 შეთავაზებით, ულიმიტო პაკეტები ორ ნომერზე ერთის ფასად შეგიძლიათ გაიაქტიუროთ. კოდით *024# ან ახალი MySilknet აპლიკაციიდან შეიძენთ:
პირობა მეორე ნომერზე მხოლოდ ერთჯერადად გააქტიურდება, ხოლო ვადის ამოწურვის შემდეგ, ბალანსზე თანხის არსებობის შემთხვევაში, თქვენს ნომერზე პაკეტები ავტომატურად განახლდება. 1+1 პირობის გააქტიურება 24 - 27 ნოემბერს იქნება შესაძლებელი.
ულიმიტო პაკეტებზე 50%-იან ფასდაკლებას პორტირებული აბონენტები მიიღებენ
სილქნეტის ქსელში პორტირებისთვის საუკეთესო დროა. 6 თვის განმავლობაში, ყველაზე პოპულარულ პაკეტებზე 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ ის მომხმარებლები, რომლებიც 24-27 ნოემბერს სილქნეტის ქსელზე გადავლენ.
კოდით *024# ან ახალი MySilknet აპლიკაციიდან ჩაირთავთ შემდეგ პირობებს:
დაპორტირდი ონლაინ ან ეწვიე ნებისმიერ სერვის ცენტრს სილქნეტის ქსელზე გადმოსასვლელად. გააქტიურებულ პაკეტებზე სპეციალური ფასი 180 დღე შენარჩუნდება.
ყველა ახალ SIM და eSIM საჩუქრები მოჰყვება
24-დან 27 ნოემბრის ჩათვლით, სტანდარტული ან ოქროს ნომრის (SIM, eSIM) ონლაინ შეძენის შემთხვევაში, მომხმარებელი სილქნეტისგან 6 თვის განმავლობაში მიიღებს საჩუქრებს!
შეარჩიეთ ახალი ნომერი ვებგვერდზე და აქტივაციის პროცესში, აირჩიეთ მეტი-S-ის რომელიმე სტანდარტული პაკეტი, შემდეგ კი Black Friday-ის საჩუქარი ჩაირთეთ: 2,000 MB ან 100 ადგილობრივი წუთი.
საჩუქრის მისაღებად, აუცილებელია, რომ თვის განმავლობაში ხარჯი შეადგენდეს მინიმუმ 5₾ . ამ ინფორმაციის შემოწმებას შეძლებთ კოდით *024#, ბონუსის შემოწმებას კი - MySilknet აპლიკაციიდან.
შეთავაზებები ოპტიკურ ქსელში
ოპტიკური ბუსტი უფასოდ
პაკეტის უცვლელად, სახლის ინტერნეტზე სიჩქარის გაზრდას უფასოდ შეძლებთ „ბუსტის“ შეთავაზებით. არსებულზე 15 მბ/წმ-ით მეტი სიჩქარით ისარგებლებთ მთელი თვე უფასოდ. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ, მომხმარებელი გააგრძელებს პროდუქტით სარგებლობას სტანდარტული ტარიფით - დღეში 0.2₾. დაიმატე Silk TV და მიიღე მრავალფეროვანი კონტენტი თვეში 5 ლარად!
ყველა მომხმარებელი, რომელიც თბილისში მხოლოდ ოპტიკური ინტერნეტით სარგებლობს, „შავი პარასკევის“ შეთავაზების ფარგლებში, შეძლებს დაიმატოს სატელევიზიო სერვისიც და თვეში მხოლოდ 5 ლარად გაიაქტიუროს მრავალფეროვანი კონტენტი. სპეციალური ტარიფი 3 თვის განმავლობაში შეუნარჩუნდება.
არ გამოტოვოთ „შავი პარასკევის“ შეთავაზებები სილქნეტში - მოინიშნეთ, აირჩიეთ და ჩაირთეთ სასურველი პირობა დღეიდან!
(R)