გრიგოლ გიორგაძე - არალოგიკურია, რომ თითქოს თავდაცვის კოდექსში ცვლილებები არჩევნებთანაა დაკავშირებული

არალოგიკურია, რომ თითქოს თავდაცვის კოდექსში ცვლილებები დაკავშირებულია არჩევნებთან, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

გიორგაძე ამ ბრალდების არალოგიკურობას იმით ხსნის, რომ ონლაინ სტუდენტებთან დაკავშირებით ცვლილებები ძალაში 2025 წელს შედის, თუმცა, იქვე დასძენს, რომ სასამართლოსთან დაკავშირებული ნაწილი მიღებისთანავე ამოქმედდება.

„რამდენჯერმე გაიჟღერა, თითქოს ცვლილებები რაიმენაირად დაკავშირებულია არჩევნებთან, ეს არალოგიკურია, რადგან რა ცვლილებებზეც ვსაუბრობთ ონლაინ სტუდენტებთან დაკავშირებით 2025 წლიდან შევა ძალაში. რაც შეეხება მეორე ცვლილებას, რაც დაკავშირებულია სასამართლოში საქმის წარმოების დაჩქარებასთან, აქ ლოგიკაა ის, რომ დროულად დასრულდეს საქმის განხილვა თუ გადაწყვეტს ახალგაზრდა, რომ არასწორად მოხდა მისი ჯარში გაწვევა. ეს არის არსი, რომ გასაჩივრების ბოროტად გამოყენება არ მოხდეს და ხანგრძლივი სასამართლო პროცესებით არ მოხდეს ჯარის თავიდან არიდება. ეს ნაწილი ახლავე შედის ძალაში, როცა კანონს მივიღებთ“, - განაცხადა გიორგაძემ.

კითხვაზე: ხომ არ განიხილავენ, რომ მოქალაქეს, რომელიც შეიტანს საჩივარს, მიეცეს საშუალება დაელოდოს გადაწყვეტილებას და იქამდე არ იმყოფებოდეს ჯარში, მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ საპროცესო კოდექსი იძლევა იმის საშუალებას, სასამართლომ გააუქმოს გაწვევა, თუ სახეზეა აშკარა დარღვევა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები