„ევროოპტიმისტები“ პარლამენტს ფიზიკური პირების მიერ, კომერციული მიზნით, უძრავი ქონების გაქირავებასა და იჯარით გაცემაზე მიღებული შემოსავლის 20%  ნაცვლად, 5%-ით დაბეგვრის ინიციატივას სთავაზობს

პოლიტიკური ჯგუფი „ევროოპტიმისტები“ პარლამენტს ფიზიკური პირების მიერ, კომერციული მიზნით, უძრავი ქონების გაქირავებასა და იჯარით გაცემაზე საგადასახადო შეღავათს - კერძოდ, მიღებული შემოსავლის 20% პროცენტის ნაცვლად, 5%-ით დაბეგვრის ინიციატივას სთავაზობს.

„მოქმედი საგადასახადო“ კოდექსით, საცხოვრებელი სახლის საცხოვრებელი დანიშნულებით გაქირავებიდან მიღებული შემოსავალი 5%-ით იბეგრება, ხოლო გაქირავება სხვა მიზნით - მაგალითად, საოფისე დანიშნულებით, 20%-ით იბეგრება. ამავე განაკვეთით იბეგრება ფიზიკური პირის მიერ კომერციული ფართის საოფისე დანიშნულებით გაქირავებაც, ისევე როგორც ბინის ან მიწის იჯარით გადაცემის შედეგად მიღებული შემოსავალი.

“ეს არათანაბარ პირობებში აყენებს იმ ადამიანებს, ვინც განსხვავებული მიზნით აქირავებს ან იჯარით გასცემს შესაბამის ქონებას.

ჩვენს მიერ მომზადებული კანონის პროექტის მიღება საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების წინაპირობაც არის, რადგან ფიზიკურ პირებს საშუალება მიეცემათ დაუბეგრავი თანხები ბიზნესის გასაფართოებლად მიმართონ“, - განმარტავენ “ევროოპტიმისტები“.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები