პრემიერი - მოსალოდნელია, რომ წლის ბოლოს ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის მაჩვენებელი 8,000 დოლარზე მეტი იქნება, რაც ბოლო სამ წელიწადში ამ პარამეტრის გაორმაგებაა

მოსალოდნელია, რომ წლის ბოლოს ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი 8,000 დოლარზე მეტი იქნება, რაც ბოლო სამ წელიწადში ამ პარამეტრის გაორმაგებაა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქალაქ ბაქოში SPECA-ს ცენტრალური აზიის ქვეყნების მეთაურთა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, წელს, 10 თვის მონაცემებით, ცენტრალური აზიის ქვეყნებთან სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებელი 150%-ით არის გაზრდილი.

„მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო წლების დინამიკა ძალიან პოზიტიურია. ჯერ ვიტყოდი აზერბაიჯანთან სავაჭრო ბრუნვა გასულ წელს 16%-ით გაიზარდა. წელს 10 თვეში სავაჭრო ბრუნვა, ასევე 16%-ით არის გაზრდილი და შეადგინა მილიარდ 230 მილიონ დოლარს. ასევე, ცენტრალური აზიის 5-ვე ქვეყანასთან სავაჭრო ბრუნვა შარშან 50%-ით გაიზარდა, ხოლო წელს, 10 თვის მონაცემებით, ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ეს მაჩვენებელი 150%-ით არის გაზრდილი და მილიარდ 400 მილიონ დოლარი შეადგინა. ძვირფასო კოლეგებო, ჩვენი მთავრობის მთავარი მიზანი არის მშვიდობის შენარჩუნება, სტაბილურობის უზრუნველყოფა და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა. იმის მიუხედავად, რომ რეგიონი და მსოფლიო არასტაბილურობით გამოირჩევა, უსაფრთხოების სფეროში არსებული გამოწვევების გამო ჩვენმა მთავრობამ ხსენებული მიზნების მიღწევა ჩვენი პრაგმატული, გააზრებული საგარეო და სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად შეძლო. ბოლო წლებში ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა 10%-ით, 2021 და 2022 წლებში ეკონომიკური ზრდა 10%-ზე მეტი გვქონდა. ეს ტრენდი წელსაც შენარჩუნებულია. 7%-იანი ზრდა გვაქვს მიმდინარე პერიოდში. ინფლაცია ძალიან დაბალი, 1%-ზე ნაკლებია. მოსალოდნელი არის, რომ წლის ბოლოს ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი 8,000 დოლარზე მეტი იქნება, რაც ბოლო სამ წელიწადში ამ პარამეტრის გაორმაგებაა. მინდა ვთქვა, რომ 2024 წელს ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით მშპ იქნება 8 ათას 500 დოლარზე მეტი. გარდა ამისა, მინდა გაგიზიაროთ მონაცემები, რომ ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო რეზერვები მიმდინარე წლის ივლისში ისტორიულ მაქსიმუმს გაუტოლდა. ხოლო უმუშევრობა და სიღარიბე ისტორიულ დაბალ ნიშნულზე დავიდა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები