სასაზღვრო პოლიციის უფროსი და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი Frontex-ის მმართველი საბჭოსა და ევროკავშირის გაწევრიანების წინა ეტაპზე მყოფი პარტნიორების შეხვედრაში მონაწილეობდნენ

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა - ნიკოლოზ შარაძემ და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა - ვაჟა სირაძემ ვარშავაში გამართულ მაღალი დონის შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა.

ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრა ევროკავშირის გაწევრიანების წინა ეტაპზე მყოფ პარტნიორი ქვეყნების საზღვრის მართვის სამსახურების ხელმძღვანელებსა და ევროკავშირის საზღვრისა და სანაპირო დაცვის სააგენტოს (Frontex) მმართველ საბჭოს შორის გაიმართა.

„ვიზიტის ფარგლებში სამინისტროს წარმომადგენლებმა ორმხრივი შეხვედრა გამართეს Frontex-ის აღმასრულებელ დირექტორთან - ჰანს ლეიტენსთან.

მხარეებმა, თანამშრომლობის აქტუალური საკითხები განიხილეს და მზაობა გამოთქვეს თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების შესახებ.

საქართველო, როგორც ევროკავშირში გაწევრიანების წინა ეტაპზე მყოფი ქვეყანა, ევროკავშირის პარტნიორ სხვა ქვეყნებთან ერთად პირველად მონაწილეობს ასეთი ფორმატის შეხვედრაში.

მხარეებმა განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები როგორიცაა: საზღვრის ინტეგრირებული მართვის კუთხით რეგიონში არსებული მდგომარეობა, Frontex-სა და პარტნიორ ქვეყნებს შორის სტატუს შეთანხმებების განხორციელების, დაბრუნებისა და რეადმისიის საკითხები. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს Frontex-სა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის არსებულ თანამშრომლობას, მათ შორის, საქართველოს მიერ ევროკავშირთან რეადმისიის შესახებ შეთანხმების განხორციელების წარმატებულ პრაქტიკას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები