თინა ბოკუჩავა - ნიკა მელიამ გააკეთა განცხადება, რომ ის ერთობის მანიფესტს არ უერთდება - შესაბამისად, მელიამ თავად დატოვა საკუთარი თავი პარტიის მიღმა და მას პარტიის წევრად არ განვიხილავთ

ნიკა მელიამ გააკეთა განცხადება, რომ ის ერთობის მანიფესტს არ უერთდება - შესაბამისად, მელიამ თავად დატოვა საკუთარი თავი პარტიის მიღმა და მას პარტიის წევრად არ განვიხილავთ. ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება თავად მელიამ მიიღო, - აღნიშნული განცხადება ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებთან გააკეთა.

ბოკუჩავამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მელიას მხრიდან ერთობის მანიფესტზე ხელმოწერაზე უარი და პრეზიდენტ სააკაშვილისთვის კონტრშეთავაზების გაკეთება, იყო მისი პოლიტიკური განაცხადი პარტიის დატოვების შესახებ.

„ერთობის მანიფესტის ინიციატორია პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც ძალიან ცხადად განმარტა, რომ ვინც ერთობის მანიფესტს და მის სულისკვეთებას არ შეუერთდება, თავად აღმოჩნდება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიღმა. ნიკა მელიამ გააკეთა განცხადება, რომ ის მანიფესტს არ უერთდება. მეტიც, მან ტყვეობაში მყოფ პრეზიდენტს კონტრშეთავაზება გაუკეთა კონტრდოკუმენტის სახით, რაც მისი მხრიდან ძალიან გაუმართლებელი ნაბიჯი იყო. ვწუხვარ, რომ გუშინდელი შესაძლებლობა მან არ გამოიყენა იმისთვის, რომ ერთობის დოკუმენტი მისთვის ახალი შესაძლებლობა ყოფილიყო, რათა გეოპოლიტიკურ არჩევნებში ერთიანი ძალებით შევსულიყავით. ერთობის მანიფესტი იმისთვის შეიქმნა, რომ ყველა ადამიანს, ვინც საკუთარ თავს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრად მოიაზრებს, ჰქონოდა შესაძლებლობა, ერთობასთან დაკავშირებით განახლებული განაცხადი გაგვეკეთებინა - აქ პარტიის ყველა სხვა წევრთან ერთად, ნიკა მელიაც მოიაზრებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, მან ეს შესაძლებლობა არ გამოიყენა“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ავთანდილ წულაძე - ეს წელი რუსეთისთვის ძალიან რთული იქნება და არაა გამორიცხული, რუსეთში მოვლენები მოულოდნელი სცენარებითაც კი განვითარდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.06.2026
FX Hub by Foresight - ფორსაით ჯგუფმა კონვერტაციების ახალი პლატფორმა შექმნა
20 ივნისის სეტყვით გამოწვეული ზიანი „თიბისი დაზღვევაში“ 4 მლნ ლარს აღემატება