თინა ბოკუჩავას ინფორმაციით, უმრავლესობის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე მიიღეს პირობა, რომ იუსტიციის სახლი ძველი პირადობის მოწმობების ახალი ელექტრონული ბარათებით ჩანაცვლების კამპანიას დაიწყებს

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას ინფორმაციით, უმრავლესობის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე მიიღეს პირობა, რომ იუსტიციის სახლი ძველი პირადობის მოწმობების ახალი ელექტრონული ბარათებით ჩანაცვლების კამპანიას დაიწყებს.

რაც შეეხება „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით, პირველი მოსმენით, მიღებულ საკანონმდებლო ინიციატივას, რომლითაც არჩევნებში მონაწილეობისა და ხმის მიცემის შესაძლებლობა არაელექტრონული - ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობის მქონე მოქალაქეებსაც ექნებათ, ბოკუჩავას თქმით, თუ აღნიშნული კანონპროექტის განხილვა გაგრძელდება, დადასტურდება, რომ დღევანდელი დაპირება არის ყალბი და მორიგი პოლიტიკური ტრიუკი.

„დღევანდელი მონაცემებით, 223 554 პირს მხოლოდ „ლამინირებული“ - არაელექტრონული პირადობის დამადასტურებელი მოწმობა აქვს. ვთვლით, რომ დიდია რისკი იმისა, რომ ასეთი პირადობის მოწმობების გასაყალბებლად გამოყენება მოხდეს. ამიტომ პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ 2024 წლის არჩევნებამდე ამ ადამიანებმა პირადობის მოწმობა გამოცვალონ და ელექტრონული პირადობის მოწმობა მიიღონ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო უფლების დაცვის მნიშვნელობა გავითვალისწინოთ.

შესაბამისად, ხელისუფლების პოზიტიური ვალდებულებაა, რომ კამპანიის ფარგლებში ამ ადამიანებს ელექტრონული პირადობის მოწმობების უფასოდ აღება შესთავაზოს და ძველი პირადობის მოწმობების ახლით ჩანაცვლება მოხდეს. დღეს ერთგვარი პირობა მივიღეთ, რომ ეს ასე მოხდება, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება, რომ გაყალბების ეს ბერკეტი ხელისუფლებას აღარ ჰქონდეს“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე