რელიგიის სააგენტოს დელეგაცია ბელაქანის რაიონის სოფელ ითითალას ეწვია

აზერბაიჯანის რესპუბლიკაში მყოფი რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე ბელაქანის რაიონის სოფელ ითითალაში მცხოვრებ ქართველ მოსახლეობას შეხვდა და მათი საკითხებით დაინტერესდა. ინფორმაციას რელიგიის სააგენტო ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ქართველ მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ, სააგენტოს დელეგაციამ სოფლის სრული საშუალო სკოლა მოინახულა.

„სკოლაში 380 ბავშვი სწავლობს, მათგან 158 - ქართულ სექტორზე. სააგენტოს თავმჯდომარე სკოლის ქართული სექტორის მასწავლებლებს, მოსწავლეებს და სკოლის დირექტორს, მამედ მუსტაფაევს შეხვდა. პედაგოგებმა სააგენტოს თავმჯდომარეს გააცნეს სკოლის საქმიანობა და არსებული გამოწვევები.

ზაზა ვაშაყმაძე, ასევე, გაეცნო სკოლის ქართული სექტორის მუშაობის სპეციფიკას, მოინახულა ქართული სექტორის საკლასო ოთახები და სკოლის ქართულენოვანი ბიბლიოთეკა. შეხვედრას ესწრებოდნენ ბელაქანის რაიონის გამგებელი, ისლამ რზაევი და სოფლის რწმუნებული გერმან ბალაევი“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს