პრემიერი - საპატიო სტუმრის რანგში მქონდა სიტყვით გამოსვლის პატივი გაერთიანებული ერების მიერ ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის შემუშავებული პროგრამის სამიტზე, რომელშიც რეგიონის  სახელმწიფოთა მეთაურები იღებდნენ მონაწილეობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი SPECA-ს („გაეროს სპეციალური პროგრამა ცენტრალური აზიის ეკონომიკისთვის") ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ მთავრობის მეთაურთა სამიტზე მონაწილეობას სოციალურ ქსელ „ტვიტერში" ეხმაურება.

პრემიერის თქმით, აღნიშნული პლატფორმა მნიშვნელოვანია ცენტრალური აზიის ქვეყნებში დარგთაშორისი თანამშრომლობისთვის.

„საპატიო სტუმრის რანგში მქონდა სიტყვით გამოსვლის პატივი გაერთიანებული ერების მიერ ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის შემუშავებული პროგრამის სამიტზე, რომელშიც რეგიონის სახელმწიფოთა მეთაურები იღებდნენ მონაწილეობას.

ხსენებული პლატფორმა მნიშვნელოვანია ცენტრალური აზიის ქვეყნებში დარგთაშორისი თანამშრომლობისთვის.

საქართველო ერთგულია მშვიდობის, ურთიერთკავშირებისა და ვაჭრობის ხელშეწყობის მიზნით ამ პროგრამის მონაწილე ქვეყნებთან ერთად აქტიური ჩართულობის იდეისადმი", - აღნიშნავს მთავრობის მეთაური.

გია ხუხაშვილი - ძალადობრივი მოქმედების ტრენდს  ხელისუფლება ამკვიდრებს, საზოგადოება ცდილობს ამისგან თავი დაიცვას და შემდეგ ამას ისევ ხელისუფალი უწოდებს ძალადობას, ასეთია ჩვენში დამკვიდრებული ძალადობის ანატომია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.06.2026
FX Hub by Foresight - ფორსაით ჯგუფმა კონვერტაციების ახალი პლატფორმა შექმნა
20 ივნისის სეტყვით გამოწვეული ზიანი „თიბისი დაზღვევაში“ 4 მლნ ლარს აღემატება