ფინანსთა სამინისტრო - გერმანია და საფრანგეთი ევროკავშირთან ერთად მხარს უჭერენ მწვანე მიმართულებით დაგეგმილ რეფორმებს საქართველოში

24 ნოემბერს, საქართველოს მწვანე მიმართულებით დაგეგმილ რეფორმებთან დაკავშირებით, ხელი მოეწერა საქართველოს მთავრობას, წარმოდგენილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ, რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KfW), საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა (AFD) და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციას (EUD) შორის ხელმოწერილი განზრახულობათა დეკლარაციის ცვლილებას (საქართველოს ენერგეტიკის სექტორის რეფორმის მხარდაჭერა) „მულტინაციონალური და საერთაშორისო თანამშრომლობა საქართველოსთან". ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დოკუმენტს ხელი მოაწერეს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, პეტერ ფიშერმა, საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩმა, საქართველოში შერაზ გასრიმ, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა, ნიკოლას სენდეროვიჩმა, KfW-ს აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორმა, ვერონიკა გარსია დელ არკომ, KfW-ს თბილისის ოფისის ენერგეტიკის სექტორის დირექტორმა, ბოდო შმულინგმა, AFD-ის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის დირექტორმა, ფანი დელფიმ.

„ხელმოწერის ცერემონიას დაესწრნენ გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს სამხრეთ-აღმოსავლეთის, აღმოსავლეთ ევროპისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონული დეპარტამენტის ხელმძღვანელი ჰეიკე ბაკოფენ-ვარნეკე, აგრეთვე, ფინანსთა მინისტრის მოადგილეები ეკატერინე გუნცაძე და მირზა გელაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძე და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი.

ცვლილებები ითვალისწინებს რეფორმების განხორციელებას მწვანე ენერგეტიკის მიმართულებით, მათ შორისაა, განახლებადი ენერგიის სექტორის მხარდაჭერა, მწვანე წყალბადის გამოყენების დაწყება, გარდამავალ პერიოდში სოციალურად მოწყვლადი მოსახლეობის მხარდაჭერა, კლიმატის მდგრადობა, ჰაერის ხარისხი, ნარჩენების მართვა და სხვა.

როგორც აღინიშნა, პარტნიორების მხრიდან მიღებული ეს გადაწყვეტილება, მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიმავალ გზაზე“,-აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში