ფინეთმა ქვეყნის აღმოსავლეთ საზღვარზე რუსეთთან სამი სასაზღვრო-გამშვები პუნქტი დროებით ჩაკეტა

ფინეთმა ქვეყნის აღმოსავლეთ საზღვარზე რუსეთთან სამი სასაზღვრო-გამშვები პუნქტი „კუსამა“, „სალლა“ და „ვარტიუსი“ დროებით ჩაკეტა. შესაბამისი გადაწყვეტილება ფინეთის ხელისუფლებამ 22 ნოემბერს მიიღო.

გადაწყვეტილების შესახებ რუსეთის ხელისუფლებას ფინეთის ელჩმა ანტი ჰელანტერიამ აცნობა.

ის რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში საკუთარი მოთხოვნის საფუძველზე მივიდა და ქვეყნის საგარეო უწყებას ფინეთის ხელისუფლების გადაწყვეტილების შესახებ განუცხადა.

ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ფინეთის ხელისუფლების აღნიშნული გადაწყვეტილება რუსი მესაზღვრეების ქმედებას მოჰყვა, რომლებიც ადამიანებს ფინეთთან საზღვრის კვეთის უფლებას ფინეთის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაციის არსებობის გარეშე აძლევდნენ. ფინეთის ელჩმა რუსეთში, აღნიშნული ქმედების გამო პროტესტი გამოთქვა.

როგორც ელჩმა, საგარეო უწყებაში ვიზიტისას აღნიშნა, ფინური მხარე მზადაა ითანამშრომლოს რუსეთის საზღვრის დაცვის სამსახურთან მოქმედი შეთანხმებების საფუძველზე, თუმცა ფინეთის ხელისუფლებამ ამავდროულად საკუთარი საზღვარი უნდა დაიცვას.

„რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ გახდა ფინეთსა და რუსეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაუარესების მიზეზი“,- ნათქვამია ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა