მედია - ციხესთან, სადაც 39 პალესტინელის გათავისუფლებას ელიან, დიდი რაოდენობით პალესტინელია შეკრებილი - შეხლა-შემოხლის გამო მათი გათავისუფლება დროებით გადაიდო

დასავლეთ სანაპიროზე, ციხესთან, სადაც მძევლების გაცვლის შეთანხმების ფარგლებში, 39 პალესტინელის გათავისუფლებას ელიან, დიდი რაოდენობით პალესტინელია შეკრებილი. შეკრებილთა შორის გასათავისუფლებელი პირების ოჯახის წევრებიც არიან.

როგორც CNN იუწყება, ადგილზე მისულ პალესტინელებსა და ისრაელის სამხედროებს შორის შეხლა-შემოხლაც მოხდა, რა დროსაც ისრაელის თავდაცვის ძალებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

ამასთან, როგორც BBC განმარტავს, ადგილზე ისმის შეძახილები: „სად არიან პატიმრები"?

BBC-ის განმარტებით, მათ აქვთ ინფორმაცია, რომ პალესტინელების გათავისუფლება შეხლა-შემოხლის გამო დროებით გადაიდო.

ლევან ლორთქიფანიძე - რიგითი მოქალაქეების პოლიტიკურ ხაფანგში აღმოჩენაზე მთავარ პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას“ ვაკისრებ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.06.2026
GEMS School Management საქართველოში შემოდის - Omnia Isani-ში საერთაშორისო სკოლა გაიხსნება