ლატვიის პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩსი უკრაინაში ჩავიდა

ლატვიის პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩსი დღეს უკრაინას ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ლატვიის პირველი პირის უკრაინაში ვიზიტი წინასწარ დაანონსებული არ ყოფილა, დეტალებზე კი თავად პრეზიდენტმა მოგვიანებით „ტვიტერის“ გვერდზე დაწერა. რინკევიჩსის თქმით, მან ჩერნიგოვის ოლქში რამდენიმე ობიექტი ნახა, რომლის აღდგენა ლატვიის სახსრებით ხდება და ასევე შეხვდა უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის.

როგორც ლატვიის პრეზიდენტმა აღნიშნა, უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრისას მათ ორმხრივი ურთიერთობები, ასევე ევროკავშირისა და ნატო-ს მხრიდან მხარდაჭერა განიხილეს.

„ლატვია იყო და ყოველთვის იქნება უკრაინის დამხმარე და მეგობარი თავისუფლებისთვის ბრძოლაში“,- განაცხადა ლატვიის პრეზიდენტმა.

აღსანიშნავია, რომ დღეს უკრაინაში ვიზიტით ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი ინგრიდა შიმონიტეც ჩავიდა.

ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება
ნათია ლოლაძეს ესექსის უნივერსიტეტმა საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
SBC Summit Tbilisi-ს რეკორდული რაოდენობის, 44 ქვეყნის 2500-მდე დელეგატი დაესწრო