რელიგიის სააგენტო  ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის სინოდის სხდომას დაესწრო

დღეს, თბილისის შერიგების ეკლესიაში, საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში ევანგელურლუთერული ეკლესიის VII სინოდის მე-2 სხდომა გაიმართა, რომელსაც საქართველოს, აზერბაიჯანისა და გერმანიის ევანგელურ-ლუთერული ეკლესიების მაღალი რანგის სასულიერო პირები ესწრებოდნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სინოდის სხდომაზე მოისმინეს თბილისის შერიგების ეკლესიის ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლების მოხსენებები, სიახლეები ცალკეული სამრევლოებიდან. დასასრულს კი, დახურულ ფორმატში, განიხილეს 2024 წლის ბიუჯეტის გეგმა.

„ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის ეპისკოპოსის, როლფ ბარაისის მოწვევით, სინოდის სხდომის პირველ ნაწილს დაესწრნენ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი, ნინო ჭავჭავაძე, უფროსის სპეციალისტი, სერგო ფარულავა და ანალიტიკოსი გიორგი პატაშური.

ნინო ჭავჭავაძე რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სახელით გულითადად მიესალმა სინოდის წევრებსა და ეკლესიის სტუმრებს. მან ხაზი გაუსვა საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესიისა და რელიგიის სააგენტოს წარმატებულ თანამშრომლობას ინტერ-რელიგიურ სათათბიროში და საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის სამღვდელოებასა და მრევლს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა“,- აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში