შსს ჯანდაცვის სამინისტროსთან და კოლეგა უწყებებთან ერთად ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან მსოფლიო კამპანიას შეუერთდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან და კოლეგა უწყებებთან ერთად ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან მსოფლიო კამპანიას შეუერთდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში გამართულ ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამილა ბარკალაიამ, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ნიკო თათულაშვილმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თამარ მახარაშვილმა, საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა კაორი იშიკავამ, მარნეულის მერმა კენან ომაროვმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, მარნეულის გენდერული საბჭოს თავმჯდომარემ ამირან გიორგაძემ სიტყვით მიმართეს.

„შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ ყურადღება გაამახვილა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის პრიორიტეტულობასა და იმ მიდგომებზე, რასაც უწყება აღნიშნული კატეგორიის დანაშაულებთან ბრძოლის კუთხით ახორციელებს. შედეგად, ბოლო წლების მანძილზე, მნიშვნელოვნად გაზრდილია მომართვიანობა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლების მხრიდან, რაც საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და პოლიციის მიმართ ნდობის გაზრდაზე მიუთითებს.

მინისტრის მოადგილემ, ასევე, ისაუბრა ძალადობის წინააღმდეგ ეფექტიანი რეაგირებისთვის კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე და მსხვერპლზე ორიენტირებული სამართალწარმოების განხორციელების ეფექტიანობაზე.

ალექსანდრე დარახველიძემ 2023 წელს, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, რისკის შეფასების ინსტრუმენტში განხორციელებულ ცვლილებასა და მის შედეგად, მოძალადეთა მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის გამოყენების მომატებულ მაჩვენებელზეც ისაუბრა. აქვე, ყურადღება გაამახვილა, რომ მოძალადეთა მიმართ ელექტრონული სამაჯურის გამოყენებისთვის მნიშვნელოვანია მსხვერპლთა თანხმობა და მათი მხრიდან პოლიციასთან ინფორმაციული თანამშრომლობა.

მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში, ევროკომისიამ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ რისკების შეფასების ინსტრუმენტის განახლება და ეფექტიანობის გაზრდა დადებითად შეაფასა.

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის მიზანია საზოგადოების ინფორმირება ძალადობის წინააღმდეგ სახელმწიფოში არსებულ მექანიზმებზე, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, დროული მომართვიანობის უზრუნველყოფა, ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერა და მათ მიმართ ძალადობის პრევენცია, აგრეთვე, ძალადობის წინააღმდეგ, სახელმწიფო სერვისებზე მათი ინფორმირება.

კამპანიის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაგეგმილია არაერთი ღონისძიება, საერთაშორისო აქტორების მხარდაჭერითა და სახელმწიფო უწყებათა ჩართულობით, მათ შორის, მულტისექტორული შეხვედრა ქალთა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებებთან; სამუშაო შეხვედრა საპოლიციო დანაყოფების წარმომადგენლებთან; საინფორმაციო შეხვედრები თბილისსა და რეგიონებში სხვადასხვა სამიზნე ჯგუფთან, მათ შორის, სოფლად მცხოვრებ ქალებთან; კვლავ გაიგზავნება მოკლე საინფორმაციო სატელეფონო ტექსტური შეტყობინებები, სადაც მოსახლეობას მოვუწოდებთ პოლიციისადმი მომართვიანობაზე და მივაწვდით ინფორმაციას მომართვის გზების შესახებ.

კამპანიის მხარდამჭერია გაეროს ქალთა ორგანიზაცია, აშშ-ს საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ სამსახურებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიურო და შვედეთი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში