ფრენბურთის 18 წლამდელ გოგონათა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართველმა სპორტსმენებმა მეორე ტურის საგზური მოიპოვეს

ფრენბურთის 18 წლამდელ გოგონათა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართველმა სპორტსმენებმა მეორე ტურის საგზური მოიპოვეს.

ლატვიაში გამართული 6 შეხვედრიდან გოგონებმა 3 თამაში მოიგეს და კიდევ ერთხელ გაუჩნდათ შანსი იასპარეზონ 2024 წლის ფრენბურთის ევროპის ჩემპიონატზე. ქართველმა გოგონებმა დაამარცხეს ესტონეთი (3:2), ლიეტუვა (3:1) და აზერბაიჯანი (3:0).

"ევროპის პირველობის დასკვნით ეტაპზე მოსახვედრად კი ქართველ ფრენბურთელებს დაძაბული თამაშების ჩატარება უკვე აპრილის თვეში, მეორე ტურის ფარგლებში მოუწევთ.

შეგახსენებთ, რომ დამოუკიდებელი ფრენბურთის ისტორიაში ახალგაზრდული ნაკრები გასული წლის ევროპის ჩემპიონატზე პირველად გავიდა", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში