„ნაციონალური მოძრაობის” გლდანის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად ირაკლი ეძგვერაძე დაინიშნა

ირაკლი ეძგვერაძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გლდანის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა. ინფორმაციას პარტია სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"დაარსების დღიდან, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მთავარ მიზანს თავისუფალი, დემოკრატიული, ევროპული და ერთიანი საქართველოს მშენებლობა წარმოადგენს.

ყველასთვის ცხადზე უცხადესია, რომ ამ მიზნის მიღწევის გზაზე მთავარი ბარიერი რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი და მის რუსული რეჟიმია, რომელიც ქართული სახელმწიფოს საფუძვლებს ყოველდღიურად ანადგურებს.

ამ ბრძოლაში ერთიანობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. დღეს ყველა პატრიოტსა და ამ სახელმწიფოს ღირსეული მომავლისთვის მებრძოლ ადამიანს საერთო სამიზნე ჰყავს. სამიზნე, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, ოპონენტების წინააღმდეგ ბრძოლაში ყველანაირ დაუშვებელ და უკანონო მეთოდს იყენებს.

ამ მიდგომის ერთ-ერთი უკანასკნელი და თვალსაჩინო მაგალითი გლდანში მომხდარი ბანდიტური თავდასხმაა, სადაც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თბილისის საკრებულოს ფრაქციის წევრ ირაკლი ეძგვერაძესა და მის მეგობრებს დაესხნენ თავს, რადგან ბოლო რამდენიმე არჩევნების განმავლობაში, ირაკლი გლდანში ჩვენი პარტიის ერთ-ერთ უმთავრეს დასაყრდენს წარმოადგენდა.

ზემოხსენებული მიზეზებიდან გამომდინარე, პარტიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ირაკლი ეძგვერაძე“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გლდანის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა.

ჩვენ გვჯერა, რომ “რუსული ოცნების” რეჟიმის დანგრევა მხოლოდ საერთო ფრონტითა და ჩვენი სამშობლოს ერთგულ პატრიოტთა მაქსიმალური მობილიზაციითაა შესაძლებელი, რისთვისაც ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაცია ყველა აუცილებელ ნაბიჯს გადადგამს" - ნათქვამია განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში