ბელგიამ 6 პრიორიტეტი განსაზღვრა, რომელსაც ევროკავშირში როტაციით მიღებული თავმჯდომარეობისას განახორციელებს

ბელგიამ 6 პრიორიტეტი განსაზღვრა, რომელსაც ევროკავშირში როტაციით მიღებული თავმჯდომარეობისას განახორციელებს.

აღნიშნული პრიორიტეტების შესახებ ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აჯა ლიაბიბმა ისაუბრა.

მისი განმარტებით, ევროკავშირში ბელგიის თავმჯდომარეობისას პრიორიტეტი ორ მიმართულებას მიენიჭება: კანონშემოქმედებას და სტრატეგიული მომავლის ხედვას.

ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრის განმარტებით, მისი უწყება ძალისხმევას ევროკავშირის შემდეგი სტრატეგიული დღის წესრიგის შემუშავებას მოახმარს, რომელიც ახალ გეოპოლიტიკურ გამოწვევებს უპასუხებს. აღსანიშნავია, რომ წინა ასეთი დღის წესრიგი 2019 წელს იქნა ჩამოყალიბებული.

„2 სტრატეგიული მიმართულების გათვალისწინებით, ჩვენ ჩამოვაყალიბეთ 6 პრიორიტეტი: კანონის უზენაესობის გაძლიერება, უსაფრთხოებისა და თავდაცვის გაძლიერება, ჩვენი კონკურენტუნარიანობის გაზრდა, „მწვანე“ ტრანსფორმაციის მიმართულებით წინსვლა, სოციალური დღის წესრიგის რეალიზაცია და მიგრაციისა და თავშესაფრის პრობლემის აღმოფხვრა“, - განაცხადა ლიაბიბმა.

ბელგიის თავმჯდომარეობისას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აქცენტი გაკეთდება ევროკავშირის მომავლის ხედვის შემუშავებაზე მისი გაფართოების კონტექსტში, რაც საშუალებას მისცემს ევროკავშირს შეინარჩუნოს თავისი ეფექტიანობა გადაწყვეტილების მიღებისას და მისი უნარი, უზრუნველყოს ძლიერი დაცვა ყველა ევროპელისთვის.

ცნობისთვის, ევროკავშირში ბელგიის თავმჯდომარეობა 2024 წლის 1-ელ იანვარს დაიწყება და 6 თვის განმავლობაში გაგრძელდება.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში