აქსელმა - საქართველოს ანგელოზი ინვესტორების ქსელმა ინვესტორთა სახელმძღვანელოები წარადგინა

აქსელმა - საქართველოს ანგელოზი ინვესტორების ქსელმა ინვესტორთა სახელმძღვანელოები (ე.წ. Guidelines) წარადგინა.

პროექტი, რომლის ფარგელბშიც შეიქმნა სახელმძღვანელოები, მიზნად ისახავს ანგელოზი ინვესტირებისა და სტარტაპ საინვესტიციო გარემოს გაძლიერებას. აქსელის მუდმივი განვითარება საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის გაუმჯობესების მნიშვნელოვანი საფუძველი შეიძლება გახდეს. ინიციატივის მხარდამჭერია USAID - ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა.

ქეთი სიდამონიძე, USAID ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის, შემოქმედებითი ინდუსტრიების და ინოვაციების მიმართულების ხელმძღვანელი: “საქართველო ხედავს და აღიარებს სტარტაპ ეკოსისტემის მნიშვნელობას ქვეყნის ეკონომიკური ზრდისა და ინოვაციების განვითარების ხელშეწყობაში, გლობალური კონკურენტუნარიანობის გაძლიერებაში, ეკონომიკის დივერსიფიკაციასა და ხელსაყრელი სოციალური შედეგების შექმნაში.

USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა ყოველთვის იყო საქართველოში სტარტაპ ეკოსისტემის აქტიური მხარდამჭერი. აქსელთან პარტნიორობით, ჩვენ გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯები საქართველოში ანგელოზი ინევსტირების გარემოს გაძლიერებისკენ. აღიარებულია, რომ კომპანიებს, რომლებსაც ჰყავთ ანგელოზი ინვესტორები, აქვთ გადარჩენის, სამუშაო ადგილების შექმნისა და წარმატების უფრო მაღალი მაჩვენებელი, ვიდრე სტარტაპებს ასეთი მხარდაჭერის გარეშე. მოხარულნი ვართ, რომ აქსელი ძალიან სწრაფად იზრდება და ერთ-ერთი მთავარი მოთამაშის როლს იკავებს ეკოსისტემაში და ეს ხდება არა მხოლოდ ქართულ ბაზარზე, არამედ ისეთ ქვეყნებშიც კი, რომლებსაც არაერთი წლის განმავლობაში ჰქონდათ უკვე ჩამოყალიბებული ანგელოზი ინვესტორების ქსელები.”

GEC Consulting-მა პროგრამის ფარგლებში მუშაობის შედეგად ორი სახელმძღვანელო შექმნა:

  1. GUIDEBOOK FOR THE ONBOARDING OF INVESTORS გზამკვლევი მორგებულია ახალი ინვესტორების გაწევრიანების პროცესის გაუმჯობესებაზე, ფარავს ყველა იმ კითხვას, რაც შესაძლოა ანგელოზი ინვესტირებით დაინტერესებულ პირს გაუჩნდეს და ფარავს შემდეგ საკითხებს:
  • გაცნობა ანგელოზ ინვესტირებასთან - დადებითი და უარყოფითი მხარეები
  • ანგელოზი ინვესტირების სხვა საინვესტიციო ფორმატებსა და მექანიზმებთან შედარება, საქართველოს საინვესტიციო ეკოსისტემის მიმოხილვა
  • ტექნიკები და შეფასების კრიტერიუმები, რომელსაც ანგელოზი ინვესტორები იყენებენ
  • სტარტაპების შერჩევის პროცესი აქსელში - კრიტერიუმები და პროცესების აღწერა
  • აქსელის საწევრო ფორმატები, სტარტაპებთან ხელშეკრულების დრაფტები და განმარტებები, საინვესტიციო თეზისები
  1. GUIDEBOOK FOR INVESTORS’ JOURNEY WITHIN AXEL

გზამკვლევი მიზნად ისახავს ინვესტირების გზისა და სრული პროცესის ამომწურავად აღწერას, რაც დაეხმარება ინვესტორებს, შეაფასონ აქსელის მიერ შეთავაზებული გარიგებები და უფრო ეფექტიანად წარმართონ სტარტაპებში ინვესტირების პროცესი. Სახელმძღვანელო ფარავს მოცემულ თემებს:

  • აქსელის შესახებ ზოგადი ინფორმაცია და სტატისტიკა
  • ანგელოზი ინვესტირების განმარტება
  • “ჭკვიანი ფულის” (Smart Money) მნიშვნელობა, სტარტაპების მენტორობის შესაძლებლობები აქსელის გავლით
  • სინდიცირების პროცესის აღწერა და ინვესტორების მიერ თანა-ინვესტირების საკითხების მიმოხილვა
  • აქსელში გაწევრიანების პროცესისა და საწევრო ფორმატების აღწერა, წევრების ვალდებულებები
  • სტარტაპის შეფასება, საინვესტიციო საბჭოს მიერ სტარტაპების შერჩევისა და სქრინინგის პროცესის აღწერა და სტარტაპების პორტფოლიოს მენჯემენტი ინვესტორების მიერ
  • ყველა საჭირო და აქსელში გამოყენებადი დოკუმენტის დრაფტი და მათი მიმოხილვა.

აქსელის მმართველი დირექტორის, ირო ცაგარეიშვილის თქმით, სახელმძღვანელოების არსებობა კიდევ უფრო გაამარტივებს საქართველოში ანგელოზი ინვესტირების დაწყების პროცესს: “აქსელის პოტენციურ წევრებს ყოველდღიურ რეჟიმში ვესაუბრებით და ვხვდებით. ორგანიზაციის არსებობის, ანუ 2 წლის განმავლობაში, დაგროვილი გვქონდა “ხშირად დასმული კითხვები” და ზუსტად ვიცით, რა აინტერესებთ მათ, ვინც ანგელოზ ინვესტირებას ახლა იწყებს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი იყო ჩვენს ხელთ არსებული თითოეული დოკუმენტის გაერთიანება ერთი ქოლგის ქვეშ და აღნიშნულმა პროექტმა ზუსტად ამის შესაძლებლობა მოგვცა. ახლა უკვე - ჩვენი თითოეული წევრისთვის, თუ პოტენციური წევრისთვის ხელმისაწვდომი იქნება აქსელის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია ერთი დოკუმენტის მეშვეობით”.

თუ გსურთ დაესწროთ აქსელის საინვესტიციო შეხვედრებს, როგორც ანგელოზი ინვესტორი, გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე: https://axelnetwork.org/members#rec627003443

თუ გსურთ, მომავალ ღონისძიებებზე ანგელოზი ინვესტორების წინაშე თქვენი სტარტაპით წარდგეთ, შეავსეთ ეს აპლიკაცია: https://app.dealum.com/#/company/application/new/53212/1325ln5dnmx46cs2frscndss6vxpmmn5

გარდა ამისა, შეგიძლიათ გამოიწეროთ აქსელის სოციალური მედიის ანგარიშები და თვალი ადევნოთ სიახლეებს:

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში