აკია ბარბაქაძე - გვიკლავენ მოსახლეობას, ერთი კონკრეტული ნაბიჯი გადადგა „ოცნებამ“? მდინარაძის ტლიკინი უშველის ამას ან კობახიძის აჩემებები? - დიახ, ეს არის სახელმწიფო ინტერესების გაყიდვა მტერ სახელმწიფოზე

დეკემბრის შუა რიცხვებში პირდაპირ ევროკავშირშიც რომ მიგვიღონ, ეს ვერ წაშლის „ოცნების“ დანაშაულებს, რომელსაც 11 წელია სჩადიან, - ამის შესახებ პარტია „რუსთაველის გზის“ ლიდერმა, აკია ბარბაქაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ამის გამო ხელისუფლებას პასუხის გაცემა მოუწევს.

„დიახ, დანაშაულია სამშობლოსა და სახელმწიფო ინტერესების გაყიდვა მტერ სახელმწიფოზე. ამის დრო მოვა, პოლიტიკურადაც და იურიდიულადაც პასუხი ექნებათ გასაცემი ამ კონკრეტულ პირებს, ვინც საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს“, - განაცხადა ბარბაქაძემ.

მისი თქმით, ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს.

„რა უშლიდათ ხელს, რომ 1 წლით ადრე მიგვეღო ეს რეკომენდაცია|? 12 პუნქტის შესრულება პრობლემა იყო? რა უშლიდა იმას, რომ პოლიტპატიმრები არ ჰყოლოდა ამ ქვეყანას? რა უშლია ხელს იმას, რომ დემოკრატიისკენ რეალური ნაბიჯები გადადგმულიყო? ერთადერთი ხელისშემშლელი არის „ოცნება“, რომელიც არის პირდაპირ რუსული კლიშეებითა და რუსული პროპაგანდით დაკავებული. ერთი ერთში იმეორებენ იმას, რასაც სალავიოვი და სიმონიანი ამბობენ“, - განაცხადა ბარბაქაძემ.

მისი თქმით, ევროკავშირი წავიდა კომპრომისზე იმის გამო, რომ ბოლომდე რუსეთის ხელში არ ჩავარდნილიყო საქართველო. აკია ბარბაქაძის თქმით, მათ ანგარიში გაუწიეს საქართველოს მოსახლეობას.

„რომ არ ყოფილიყო 8 მარტის მოვლენები, რომ არ ყოფილიყო თავგანწირული ბრძოლა „რუსული კანონის“ წინააღმდეგ, რომელსაც „ოცნება“ პირდაპირ რუსეთის დაკვეთით გვახვევდა თავს, მაშინ ეს გადაწყვეტილება არ იქნებოდა...

გვიკლავენ მოსახლეობას, ერთი კონკრეტული ნაბიჯი გადადგა „ოცნებამ“? მდინარაძის ტლიკინი უშველის ამას ან კობახიძის აჩემებები? ხალხს საკუთარ სახლში ვერ გაუთენებია? შიმშილით ძვრება ნახევარ საქართველოს სული. იმის მაგივრად, რომ თბილისში უფასო კვება გაზარდონ, კონტროლის მექანიზმი ჩადეს, რომ არავინ შეეპაროთ მშიერი ადამიანი, ვინც სიაში არ ჰყავთ. ეს არის მათი ნამდვილი სახე, ეს არის საკუთარი მოსახლეობის მტერი ხელისუფლება, რომელიც დღედაღამ იმაზე ფიქრობს, როგორ გაძარცვოს და მოსპოს“,- განაცხადა ბარბაქაძემ. მისი აზრით, „მთავარი საფრთხე არის ხელისუფლება, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუციებს არ ამუშავებს“.

„სანამ საქართველოს ტერიტორიის ერთი გოჯი არის ოკუპირებული, ჩვენთვის ის არის მტრული სახელმწიფო. მტერი სახელმწიფოს სერვისებზე ჩვენ არ უნდა ვზრუნავდეთ. მტერს უნდა ვუყურებდეთ და მოვექცეთ, როგორც მტერს. ჩვენი ხელისუფლება საქართველოში პირდაპირ რუსულ ინტერესებს ემსახურება“,-განაცხადა ბარბაქაძემ.

გარდა ამისა, მისი განმარტებით, ოპოზიციამ ისეთი სტრატეგია უნდა შესთავაზოს საზოგადოებას, რომ რაც შეიძლება მეტმა პარტიამ გადალახოს ბარიერი, რათა მეტი პარტია შევიდეს პარლამენტში და შემდეგ გაკეთდეს კოალიცია. როგორც აკია ბარბაქაძე განმარტავს, პრობლემა არის ფინანსები, რის გამოც პატარა პარტიებს არ ეძლევათ მუშაობის საშუალება, რაც არათანაბარ კონკურენტუნარიან გარემოს ქმნის. ამასთან, მისი შეფასებით, პრობლემა არის პარტიების მხრიდან გულწრფელობაც.

„დავაკელით გულწრფელობა. მე დიდ ხანი არ არის, რაც პოლიტიკურ ასპარეზზე შემოვედი. შეიძლება ითქვას, მინიმალური დროც არ არის გასული და ჩამოყალიბების სტადიაში ვარ. თავს კი არ ვიმართლებ ვინმესთან, ვამბობ, რომ ასეთ მცირე დროში შეუძლებელია რაიმე სერიოზული გაზომო, მითუმეტეს ამ დაფინანსების პირობებში. ზეწოლა ხდება ბიზნესმენებზე, დიასპორაზე. მცირე პარტიების დაფინანსებას ხელს უშლის ხელისუფლება და ცდილობს ამ სივრცეში დაფინანსება არ შემოუშვას“, - განაცხადა ბარბაქაძემ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში