„საქართველოს ბანკი“ - ოჯახის საშუალო ზომის შემცირება და ურბანიზაციის ზრდა, თბილისში, წლიურად დაახლოებით 9,000 ბინაზე ქმნის მოთხოვნას

ოჯახის საშუალო ზომის შემცირება და ურბანიზაციის ზრდა, თბილისში წლიურად დაახლოებით, 9,000 ბინაზე ქმნის მოთხოვნას, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათი ცნობით, Galt & Taggart-ის ჩატარებულ კვლევაში გამოიკვეთა, რომ თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნა 2 ძირითად კატეგორიაზეა დამოკიდებული: პირველი, საჭიროებაზე დაფუძნებული შენაძენი, რომელსაც ფუნდამენტური ფაქტორები განსაზღვრავს და მეორე, საინვესტიციო შენაძენი, რომელსაც ქირით მიღებული შემოსავალი და კაპიტალის ნამატი განსაზღვრავს.

„საჭიროებაზე დაფუძნებული შენაძენების მოთხოვნას განაპირობებს შემდეგი ფუნდამენტური ფაქტორები: ოჯახის საშუალო ზომის შემცირება, ურბანიზაციის ზრდა, მოსახლეობის შემოსავლების ზრდა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების სტიმულები, მიგრაცია და ა.შ.

ოჯახის საშუალო ზომის შემცირება წლიურად დაახლოებით 5,000 ბინაზე ქმნის მოთხოვნას თბილისში, Galt & Taggart-ის შეფასების მიხედვით. საქართველოში ოჯახის საშუალო ზომა 3.25-ს შეადგენდა 2022 წლის მდგომარეობით, მაშინ როცა ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელი 2.3-ს. როგორც წესი, ადამიანები განვითარებად ქვეყნებში შედარებით უფრო დიდ ჯგუფებად ცხოვრობენ და ეკონომიკის ზრდასთან ერთად ოჯახების ზომა თანდათანობით მცირდება. მოსალოდნელია, რომ მსგავსი კანონზომიერება საქართველოს შემთხვევაშიც გაგრძელდება გრძელვადიან პერიოდში, რასაც ის ფაქტიც ადასტურებს, რომ 2002 წელს ოჯახის საშუალო ზომა 3.5 იყო და ბოლო 20 წლის განმავლობაში ეს რიცხვი საგრძნობლადაა შემცირებული.

ურბანიზაციის ზრდა წლიურად დაახლოებით 4,000 ბინაზე ქმნის მოთხოვნას თბილისში, Galt & Taggart-ის შეფასების მიხედვით. ურბანიზაციის მაჩვენებელი საქართველოში 60%-ს შეადგენდა 2022 წელს, მაშინ როცა ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელი 75% იყო. როგორც წესი, ეკონომიკის ზრდასთან ერთად, ურბანიზაციის მაჩვენებელი იზრდება, რადგან ადამიანების უფრო მეტი რაოდენობა ირჩევს საქალაქო ტიპის დასახლებაში ცხოვრებას. მოსალოდნელია, რომ საქართველოში ურბანიზაციის ზრდა გრძელვადიან პერიოდშიც გაგრძელდება, რასაც ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ურბანიზაციის მაჩვენებელი 2000 წელს 53%-ს შეადგენდა. ცნობისთვის, ოფიციალური მონაცემების თანახმად თბილისის მოსახლეობა 2014-2022 წლებში დაახლოებით 140,000-ით გაიზარდა“, - ნათქვამია „საქართველოს ბანკის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში