მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ამ დროისთვის ავტორიზაცია 214 საჯარო სკოლას აქვს გავლილი

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილისა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის, თამარ მახარაშვილის განცხადებით, ამ დროისთვის, ავტორიზაცია 214 საჯარო სკოლას აქვს გავლილი.

როგორც მან „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, განათლების ხარისხი განვითარების ეროვნულ ცენტრში, ავტორიზაციის მსურველ 300-ზე მეტ სკოლას აქვს განაცხადი შეტანილი.

დღეს სისტემაში 2086 საჯარო სკოლა გვაქვს. ჩვენ ავტორიზაცია დავიწყეთ და 2026-2027 სასწავლო წლამდე უნდა დასრულდეს ავტორიზაციის პროცესი, თუმცა, ასევე, ინიციირებული გვაქვს ცვლილება, რომ 2030 წლამდე გახანგრძლივდეს, იმიტომ, რომ სკოლების რაოდენობიდან გამომდინარე კიდევ უფრო ხარისხიანი იყოს პროცესი. 214 საჯარო სკოლაა ახლა, რომელმაც ავტორიზაცია გაიარა, თუმცა, მიმდინარე წელს, განათლების ხარისხი განვითარების ეროვნულ ცენტრში, დაახლოებით 300-ზე მეტ სკოლას აქვს განაცხადი შეტანილი. ავტორიზაციის მთელი არსი არის შემდეგი: სკოლა ნაწილობრივ აკმაყოფილებს, მეტწილად აკმაყოფილებს თუ სრულად აკმაყოფილებს სტანდარტს. პროცესს ლაიტმოტივად „სახელმწიფოს მიდგომა“ გასდევს. ავტორიზაციის გადაწყვეტილებებში შეგვიძლია ვნახოთ, რომ არის რიგი საკითხები, რომელსაც სკოლა ვერ აკმაყოფილებს, ან ნაწილობრივ აკმაყოფილებს, ან ჩაშლილია საკითხები, რომელსაც სკოლა ვერ მოერევა, ვერ გადაწყვეტს. მაგალითად: ინფრასტრუქტურა. ინფრასტრუქტურის სეგმენტში სახელმწიფო ინაწილებს ამ პასუხისმგებლობას. კონკრეტულ სკოლაზე მივიღეთ დასკვნის პროექტი, მიიღო მან ავტორიზაცია, მაგრამ არის დათქმები, ეს არის მოსაწესრიგებელი და ამდენ ხანში. შემდეგ უკვე სისტემა უყურებს სად რა უნდა გააკეთოს და რა ვადაში. გაზიარებულია პასუხისმგებლობა სისტემის მიერ. სისტემა გადადის მხარდამჭერ მექანიზმებზე.

წინასწარ, ყველა სკოლაში ე.წ. დიაგნოსტიკური კვლევა ჩატარდა. ამის მიხედვით, სკოლები, რომლებიც ავტორიზაციისთვის იყვნენ მზად, წარმოადგინეს განაცხადები. ზოგმა მუშაობის პროცესში ნახა, რომ რაღაცები ჰქონდა გამოსასწორებელი. ასეთი სკოლების ჩამონათვალიც გვაქვს, რომლებსაც სჭირდებათ კონკრეტული დახმარება, თუნდაც სახელმწიფოსგან, რომ ის სტანდარტები დააკმაყოფილონ. უარი ვის ეთქვა და როგორ, საკითხი ასე არაა. 2022 წელს ჩატარებულმა თვითშეფასებამ 2086 -ვე სკოლის სურათი დაგვანახა. ვიცით ვინ მოითხოვს ავტორიზაციას, 2024, 2025, 2026 წელს. ჩვენ არამხოლოდ ის ვიცით, ვინც გამოვიდნენ, მათ რაში უნდა დავეხმაროთ, წინმსწრებით ვიცით სკოლებს რა უნდა გავუკეთოთ იმისთვის, რომ მათ ავტორიზაციის სტანდარტი დააკმაყოფილონ. ჩვენი თვითმიზანი ხომ არაა რაღაც დააკმაყოფილონ, ეს ნიშნავს რომ ჯანმრთელი, ჯანსაღი, უსაფრთხო, შინაარსიანი გარემო იყოს სკოლაში“, - განაცხადა თამარ მახარაშვილმა.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმული.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში