ირაკლი ქარქაშაძე - ქუთაისის აეროპორტში შემოსვლიდან დღემდე, Wizz Air-ის მიერ 5 მილიონი მგზავრის მომსახურება ავიაკომპანიასთან მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობის აშკარა შედეგია

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირების დაწყებიდან დღემდე ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი და ეკოლოგიურად მდგრადი ავიაკომპანია Wizz Air-ის მიერ 5 მილიონი მგზავრის გადაყვანა ადასტურებს იმ ურყევ მხარდაჭერასა და ნდობას, რომელიც ავიაკომპანიას საქართველოში აქვს,- ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული სტატისტიკა ნიშნავს, რომ ავიაკომპანიამ უკვე გადაიყვანა საქართველოს მოსახლეობაზე მეტი მგზავრი, რაც „კიდევ უფრო ამყარებს საქართველოში მათ არსებობას და ქვეყნის ეკონომიკაში შეტანილ წვლილს“.

„ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში ოპერირების დაწყებიდან პირველად დღემდე Wizz Air-ის მგზავრთა რაოდენობამ ხუთ მილიონს გადააჭარბა. ეს ნიშნავს, რომ ავიაკომპანიამ უკვე გადაიყვანა საქართველოს მოსახლეობაზე მეტი მგზავრი, რაც თავის მხრივ, კიდევ უფრო ამყარებს საქართველოში მათ არსებობას და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში შეტანილ წვლილს“,- ამბობს ირაკლი ქარქაშაძე.

მისი განცხადებით, 2012 წლიდან, Wizz Air-ის საქართველოში ფრენების დაწყებიდან დღემდე 5 მილიონი მგზავრის გადაყვანა ეს არის მნიშვნელოვანი მიღწევა, რაც ავიაკომპანიასთან მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობის აშკარა შედეგია.

„ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი Wizz Air-ი საქართველოში წლიდან წლამდე სულ უფრო ვითარდება და ძლიერდება. პანდემიის შემდეგ, ავიაკომპანია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში წლის ბოლომდე 4 ბაზირებული საჰაერო ხომალდით იქნება წარმოდგენილი. ეს არის უკვე ახალი განაცხადი. პირველად ხდება, რომ დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანიის ოთხი საჰაერო ხომალდი იქნება ბაზირებული. რაც არის სრულიად ახალი რეალობა ჩვენთვის. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ხდება მნიშვნელოვანი წვლილის შემტანი, საერთოდ სხვა შესაძლებლობა ეძლევა ქუთაისის და იმერეთის კერძო სექტორს, რომელიც ტურიზმის სექტორსა და სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაში, ასევე ტრანსპორტსა და ლოგისტიკაში ოპერირებს“,- აცხადებს ირაკლი ქარქაშაძე.

ინფორმაციისთვის, Wizz Air-ი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ამჟამად სამი A321 ტიპის უახლესი ავიახომალდით 28 პირდაპირი მიმართულებით 16 ქვეყანაში ასრულებს. დეკემბრის შუა რიცხვებიდან კი ქუთაისის ბაზას ავიაკომპანია 4-ე საჰაერო ხომალდს დაამატებს და კვირაში ორჯერ პირდაპირ რეისებს დანიის სამეფოს მიმართულებით შეასრულებს.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში