„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით „ვივა დეველოპმენტი“ ახალ  პროექტს - „დევიდსვილს“ ახორციელებს

„საქართველოს ბანკი” ბიზნესის მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს - ამჯერად, ბანკთან პარტნიორობით, „ვივა დეველოპმენტი“ ახალ სამშენებლო პროექტს - „დევიდსვილს“, აღმაშენებლის ხეივანზე ახორციელებს,- ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, პროექტის ჯამური ღირებულება 8,4 მილიონი აშშ დოლარია, რომელიც სრულად „საქართველოს ბანკის“ მიერ დაფინანსდა.

მათივე ინფორმაციით, ახალი კომფორტ კლასის თანამედროვე კომპლექსი „დევიდსვილი“ 5 615 კვადრატულ მეტრზე აშენდება და ის სამ საცხოვრებელ ბლოკს - ორ 11 სართულიან და ერთ 7 სართულიან კორპუსს, ჯამში 280 ბინას აერთიანებს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ერთ სივრცეში გაერთიანდება საცხოვრებელი, რეკრეაციული, საბავშვო და კომერციული სივრცეები. კომპლექსის ტერიტორიაზე ასევე მოეწყობა გამწვანებული მოსასვენებელი სივრცე, საბავშო, გასართობი მოედანი და საპარკინგე ზონა. სამშენებლო სამუშაოები 2022 წელს დაიწყო და 2025 წელს დასრულდება.

„ვივა დეველოპმენტი“ ბაზარზე 2009 წლიდან ოპერირებს. კომპანიის წარმატების მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი ხარისხიან მასალებთან და ინოვაციურ ტექნოლოგიებთან ერთად ჩვენი გუნდია, რომელიც პროდუქტის შექმნის სხვადასხვა ეტაპზე აქტიურად არის ჩართული. ხარისხიანი სამშენებლო მასალების შერჩევის პროცესს, მშენებლობის მიმდინარეობას და ინფრასტრუქტურის შექმნას ევროპული სტანდარტების შესაბამისად დარგის ექსპერტები რეგულარულად აკონტროლებენ, რაც პროექტების განსაზღვრულ ვადებში მიმდინარეობასა და დასრულებას განაპირობების. ამ ეტაპისთვის, „ვივა დეველოპმენტს“ სამი მიმდინარე და 3 დასრულებული პროექტი აქვს თბილისსა და ზუგდიდში, რომლებიც ჯამში 1700 საცხოვრებელ ბინას აერთიანებს. „დევიდსვილი“, ისევე როგორც „ვივა დვეელოპმენტის“ მიერ განხორციელებული სხვა საცხოვრებელი კომპლექსები, მინიმალისტური, დახვეწილი ექსტერიერითა და ბინების ოპტიმალური გეგმარებებით გამოირჩევა, რაც მაქსიმალურად მორგებულია მომავალ მობინადრეებზე და ორიენტირებულია მათ კომფორტზე. ხშირ შემთხვევაში სწორედ ეს განაპირობებს მომხმარებლის არჩევანს ჩვენს კომპანიაზე“, - განაცხადა „ვივა დეველოპმენტის“ დამფუძნებელმა, დავით ჭაჭიაშვილმა.

„საქართველოს ბანკისთვის“, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი კერძო ფინანსური ინსტიტუტისთვის, სამშენებლო სექტორის მხარდაჭერა ერთ - ერთი პრიორიტეტულია და ამ მიმართულებით განხორციელებულ პროექტებს მნიშვნელოვანი წილი უჭირავს ჩვენს პორტფელში. „ვივა დეველოპმენთან“ წლებია ვთანამშრომლობთ და ამ პერიოდის განმავლობაში კომპანიამ წარმატებით არაერთი სამშენებლო პროექტი განახორციელა, როგორც თბილისში, ასევე ზუგდიდში, რაც რეგიონის განვითარების კუთხით ძალიან მნიშნელოვანია. ახალი პროექტი „დევიდსვილი“ კიდევ ერთი მასშტაბური პროექტია, რომელსაც „ვივა დეველოპმენტი“ ახორციელებს და მოხარულები ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ხელი შევუწყოთ კომპანიის სამომავლო განვითარებას და გაძლიერებას. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ გუნდს. ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ბიზნესის მხარდაჭერასა და გაძლიერებას“, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა გიორგი წეროძემ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში