ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სტატუსის მიღების საკითხზე ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ, დეკემბერში საერთო სახალხო გამარჯვების ზეიმი გაიმართება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, როდესაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ევროსაბჭო საბოლოო გადაწყვეტილებას გამოაცხადებს, ფაქტის აღსანიშნავად, საერთო გამარჯვების ზეიმი გაიმართება.

როგორც მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, თარიღი იმის მიხედვით დაზუსტდება, როდის იქნება საბოლოო გადაწყვეტილება - 14 თუ 15 დეკემბერს.

„იცით, რომ დეკემბერში, 14 ან 15 დეკემბერს, ევროპული საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილებას ველოდებით სტატუსის მონიჭების თაობაზე. ამასთან დაკავშირებით გუნდში მსჯელობა გვქონდა, პარლამენტთანაც მქონდა საუბარი და გადავწყვიტეთ, რომ იმისდა მიხედვით, როდის იქნება გადაწყვეტილება, 14 ში ან 15-ში, თარიღს დავაზუსტებთ, ალბათ, 1- ში მოხდება ეს, გვინდა გავმართოთ საერთო სახალხო ეროვნული ზეიმი, ასე დავარქვათ გამარჯვების ზეიმი და კონცერტი და ერთად აღვნიშნოთ ეს ისტორიული გამარჯვება ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის, ჩვენი მთავრობის და ხელისუფლების მუშაობის შედეგი“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში