მსოფლიო ბანკი - ახალი ანგარიშის თანახმად, ცენტრალურ აზიასა და კავკასიაზე გამავალ შუა დერეფანს შეუძლია ვაჭრობის, სატრანსპორტო კავშირების ხელშეწყობა და მიწოდების ჯაჭვის მდგრადობის ამაღლება - 2030 წლისთვის შუა დერეფანი ვაჭრობის მოცულობის გასამმაგებას შეძლებს

მსოფლიო ბანკის დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ჩინეთისა და ევროპის ბაზრების დამაკავშირებელ შუა დერეფანს, ცენტრალური აზიისა და კავკასიის გავლით, რეგიონული ვაჭრობის გამოცოცხლება და დერეფნის გასწვრივ მდებარე ქვეყნებისთვის კავშირების გაძლიერება შეუძლია. დერეფანი ასევე უზრუნველყოფს ჩინეთი-ევროპის საკონტეინერო ვაჭრობის მდგრადობასა და მარშრუტების დივერსიფიკაციას, გეოპოლიტიკური შოკებისგან ქვეყნების და მიწოდების ჯაჭვის დაცვით.

ინფორმაციას მსოფლიო ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ანგარიში - „სავაჭრო და სატრანსპორტო შუა დერეფანი - დარგობრივი პოლიტიკა და ინვესტიციები 2030 წლისთვის ტვირთების გადაზიდვების გასასამმაგებლად და მგზავრობის დროის გასანახევრებლად“, რომელიც ფოკუსირებულია ყაზახეთზე, აზერბაიჯანსა და საქართველოზე, იმ პრიორიტეტულ ღონისძიებებს განსაზღვრავს, რომლებსაც მულტიმოდალური სარკინიგზო და საზღვაო დერეფნის სიცოცხლისუნარიან და სანდო სავაჭრო გზად გარდაქმნა შეუძლია.

მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, ანგარიში ხაზს უსვამს, რომ სწორი ინვესტიციებით და დარგობრივი პოლიტიკით შუა დერეფანს 2030 წლისთვის ვაჭრობის მოცულობის გასამმაგება შეუძლია დერეფნის გასწვრივ ტრანსპორტირების დროის განახევრების პარალელურად. აღნიშნული, დასაქმების შესაძლებლობების შექმნით, დამხმარე დარგებზე მოთხოვნის გამოცოცხლებით და ბიზნესების მოზიდვით, სარგებელს მოუტანს როგორც ადგილობრივ და რეგიონულ ეკონომიკას, ასევე ზოგადად მოსახლეობას.

„ჩვენი ახალი მონაცემები ადასტურებს, რომ შუა დერეფანი არა მარტო სიცოცხლისუნარიანია, არამედ შესაძლებელია არსებითი მნიშვნელობის მატარებელიც კი გახდეს მის გასწვრივ მდებარე ქვეყნების ეკონომიკისთვის,“ - აღნიშნა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ანტონელა ბასანიმ.

მისივე თქმით, „აზერბაიჯანმა, საქართველომ და ყაზახეთმა, სხვა ქვეყნებთან ერთად, მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს საკუთარი ხედვების შეთანხმებაში და დერეფნის წინსვლაში. მსოფლიო ბანკი სხვა მრავალმხრივ ორგანიზაციებთან და ქვეყნების მთავრობებთან ერთად მზადაა შუა დერეფნის მხარდასაჭერად“.

შუა დერეფნის მნიშვნელობა და სიძლიერე იმ სარგებელს უკავშირდება, რომლის მოტანაც მას, როგორც რეგიონთაშორის სავაჭრო დერეფანს შეუძლია. გაზრდილი ვაჭრობა აზერბაიჯანს, საქართველოს, ყაზახეთსა და ევროპას შორის მოთხოვნის ძირითადი განმაპირობებელი ფაქტორია, რაც გულისხმობს რეგიონის შიდა ვაჭრობის 37 პროცენტიან ზრდას და აღნიშნულ ქვეყნებსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობის 28 პროცენტიან მატებას.

„ახლა არის ხელსაყრელი მომენტი, რომ შუა დერეფანი გაცილებით კონკურენტუნარიანი გახდეს, გააფართოვოს თავისი გამტარუნარიანობა, გაზარდოს ეფექტურობა და შეამციროს ხარჯები. მოკლევადიანი სარგებლის კომბინაცია ინსტიტუციური და ოპერაციული ღონისძიებების საშუალებით საშუალოვადიან ინვესტიციებთან ერთად გააძლიერებს შუა დერეფნის ფუნქციონირებას და აამაღლებს მის პოტენციალს,“- განაცხადა მსოფლიო ბანკის ევროპისა და ცენტრალური აზიის ინფრასტრუქტურის რეგიონალურმა დირექტორმა ჩარლზ კორმიერმა.

მსოფლიო ბანკის ცნობითვე, ანგარიში განსაზღვრავს ძირითად პოლიტიკას და ინვესტიციებს, რომლებიც საჭიროა ყაზახეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში ტრანსპორტზე არსებულ მოთხოვნაზე რეაგირებისთვის და ეკონომიკური განვითარების მხარდასაჭერად. აღნიშნული გულისხმობს: დერეფანში ლოგისტიკური გადაწყვეტების უზრუნველყოფას ოპერაციების შეუფერხებელი წარმოებისთვის; პროცესებისა და პროცედურების რეფორმირებას და გამარტივებას, განსაკუთრებით საზღვრის კვეთისას მულტიმოდალური დერეფნების ტრაფიკის, მონაცემებისა და მახასიათებლების შეუფერხებელი გაცვლის უზრუნველსაყოფად; დიგიტალიზაციის კოორდინაციას საზღვარზე და საოპერაციო ინტერფეისებში მიკვლევის ასამაღლებლად და შეფერხებების შესამცირებლად. ერთიან, თავსებად სისტემას შეუძლია დერეფანში პროცესებისა და ღონისძიებების ციფრული გარდაქმნის ხელშეწყობა; ეფექტიანობის ამაღლებას კასპიისა და შავი ზღვის გადაკვეთისას საზღვაო სატრანსპორტო საშუალებების ხელმისაწვდომობის მიმართულებით, პრობლემების აღმოფხვრასა და პორტის პროდუქტიულობის ზრდაზე ფოკუსირებასთან ერთად; ინვესტიციების პრიორიტეტულობის განსაზღვრის ერთიან სისტემაზე შეთანხმებას. ანგარიში განსაზღვრავს საინვესტიციო შესაძლებლობების მნიშვნელოვან რაოდენობას, რომლებიც შემდგომ შეფასებას და პრიორიტეტულობის განსაზღვრას საჭიროებს.

ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა