თინა ბოკუჩავა - მიუხედავად იმისა, რომ არავითარი ფუნდამენტური ცვლილებების იმედი არ გვაქვს, სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად სამუშაო ჯგუფებში ფორმალურად მონაწილეობის საკითხს მაინც განვიხილავთ

მიუხედავად იმისა, რომ არავითარი ფუნდამენტური ცვლილებების იმედი არ გვაქვს, სამუშაო ჯგუფებში ფორმალურად მონაწილეობის საკითხს მაინც განვიხილავთ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად,- ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია- გაერთიანებული ოპოზიციის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობის საკითხს განიხილავენ მათ შორის, იმ მიზეზით, რომ პარტნიორებმა ოპოზიციის ძალისხმევა დაინახონ.

„სამწუხაროდ, სამუშაო ჯგუფები იქნება რეჟიმის მორიგი პოლიტიკური წარმოდგენა და მორიგი მცდელობა, რომ ფასადური კოსმეტიკური ცვლილებების საფუძველზე ეცადონ, ევროკავშირი დაარწმუნონ, რომ პოლიტიკური რეფორმების განხორციელების ნება აქვთ. ჩვენ კარგად გვესმის, რომ კოსმეტიკური და ფასადური ცვლილებებით არავინ მოტყუვდება, რადგან განსახორციელებელია ფუნდამენტური ცვლილებები, რომელიც განხორციელდება ხელისუფლების ცვლილების შემდეგ. თუმცა, ფორმალურად ჩვენ განვიხილავთ ამ პროცესში მონაწილეობას და კონსულტაციებს გავივლით სხვა ოპოზიციურ პარტიებთან. ცვლილებები არ განხორციელდება, „რუსული რეჟიმი“ რუსულ დეზინფორმაციას ვერ შეებრძოლება, ივანიშვილი დებიძინიზაციას ვერ და არ მოახდენს, სასამართლო კლანს მართლმსაჯულებას არ მოაშორებს ივანიშვილი, მაგრამ ჩვენ, მიუხედავად იმისა, რომ არავითარი ფუნდამენტური ცვლილებების იმედი არ გვაქვს, ფორმალურად მონაწილეობის საკითხს მაინც განვიხილავთ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, მათ შორის იმისთვის, რომ ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა დაინახონ, რომ ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს იმისთვის რომ 9 დათქმა შესრულდეს, მაგრამ გვყავს ხელისუფლება, რომელიც თავად არის კრემლის პროპაგანდისტი და მათი ერთადერთი ამოცანა არის ძალაუფლების შენარჩუნება და არა რეფორმების განხორციელება“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

ინფორმაციისთვის, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ 24 ნოემბერს განაცხადა, რომ ორშაბათისთვის საბოლოო სახეს მიიღებს სამოქმედო გეგმა, რომელიც 9 პრიორიტეტის შესრულებასთან არის დაკავშირებული. მისივე თქმით, ამ გეგმის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იქნება სამუშაო ფორმატების შექმნა, ოპოზიციის და სამოქალაქო სექტორის მონაწილეობით.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში