ილია დარჩიაშვილი ვატიკანში ივერიის ღვთისმშობლის მოზაიკის ინაუგურაციის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას

2023 წლის 27-28 ნოემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი გაემგზავრება ვატიკანის ქალაქ-სახელმწიფოში, სადაც საქართველოს დელეგაციასთან ერთად ივერიის ღვთისმშობლის მოზაიკის ინაუგურაციის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას,- ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ვატიკანის წმინდა მიწაზე ქართული მოზაიკური ფრესკა პირველად აღიმართება.

„ისტორიულ ცერემონიაში, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელთან ერთად, მონაწილეობას მიიღებენ ვატიკანის ქალაქ-სახელმწიფოს მმართველი კარდინალი ფერნანდო ვერჯეს ალძაგა, წმინდა საყდარში საქართველოს ელჩი ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანბატონი და საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია, რომელიც მოზაიკას აკურთხებს.

აღსანიშნავია, წმინდა საყდართან საქართველოს საელჩომ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს საპატრიარქოსთან ერთად, ვატიკანის ტერიტორიაზე ქართული მოზაიკის განთავსების საკითხზე ინტენსიური მუშაობა 2022 წლიდან განაახლა.

მოზაიკურ პანოზე ივერიის ღვთისმშობლის გამოსახვის გადაწყვეტილება მიღო საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრმა, რომელსაც თავად პატრიარქი ხელმძღვანელობს. ფრესკის ავტორი ცნობილი ქართველი ფერმწერი მოზაიკოსი ამირან ბაკურაძეა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება