ჯოზეფ ბორელი - არაფერს შეუძლია გაამართლოს „ჰამასის“ დისკრიმინაციული სისასტიკე, რომელიც 7 ოქტომბერს ვიხილეთ, მაგრამ ერთი საშინელება ვერ გაამართლებს მეორე საშინელებას

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი, ისრაელსა და ღაზას შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივებას უჭერს მხარს. მისი თქმით, ამასობაში უნდა მოიძებნოს პოლიტიკური გამოსავალი, რომელიც შესაძლებელს გახდის ძალადობის ციკლის დარღვევას ერთხელ და სამუდამოდ.

„ჩვენთვის სრულიად გასაგებია ტრავმა და რისხვა, რომელმაც კიდევ ერთხელ მოიცვა რეგიონი. მე ამას ვგრძნობდი ჩემი ვიზიტისას ისრაელში, პალესტინაში, იორდანიაში. არაფერს შეუძლია გაამართლოს „ჰამასის“ დისკრიმინაციული სისასტიკე, რომელიც 7 ოქტომბერს ვიხილეთ, მაგრამ ერთი საშინელება ვერ გაამართლებს მეორე საშინელებას. საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონი მოქმედებს ყველაზე, ყველა დროს და გამონაკლისების გარეშე. ახლა ჩვენს გვაქვს 4- დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და სამოქალაქო მძევლების გათავისუფლების პროცესი, ეს ძალიან მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯია. ჩვენ მივესალმებით კატარის როლს ამ შეთანხმების მიღწევაში, მაგრამ ბევრად მეტია გასაკეთებელი, რათა აღმოიფხვრას არსებული ვითარება ღაზაში და მოიძებნოს გამოსავალი არსებული კრიზისიდან. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება უნდა გაგრძელდეს, რათა ის გახდეს უფრო ხანგრძლივი, მდგრადი, ამასობაში კი უნდა მოიძებნოს პოლიტიკური გამოსავალი.

პოლიტიკურმა გადაწყვეტამ უნდა მოგვცეს საშუალება, დავარღვიოთ ძალადობის ეს ციკლი ერთხელ და სამუდამოდ. რაც უფრო დიდხანს ვაძლევთ ექსტრემისტებს უფლებას, განსაზღვრონ დღის წესრიგი, მეტი ექსტრემიზმი გავრცელდება არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ეს გავლენას მოახდენს ჩვენზე ევროპაშიც“, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში