პარლამენტის ბიურომ რუსეთის მოქალაქეების მიმართ შეზღუდვების შემოღების თაობაზე „ლელოს“ რეზოლუციის პროექტს მსვლელობა არ მისცა და ინიციატორებს უკან დაუბრუნა

პარლამენტის ბიურომ „ლელოს“ რეზოლუციის პროექტს - „საქართველოს დაცვის აქტი“ - მსვლელობა არ მისცა და ინიციატორებს უკან დაუბრუნა.

ბიურომ რეზოლუციის პროექტის ინიციატორებისთვის დაბრუნების გადაწყვეტილება საბიუჯეტო ოფისის უარყოფითი დასკვნის საფუძველზე მიიღო, რომელიც საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელმა ანდრია გვიდიანმა წარადგინა.

როგორც გვიდიანმა განაცხადა, რეზოლუციის პროექტში მოსალოდნელი ფინანსური გავლენები მკაფიოდ განსაზღვრული არ იყო და ის წინააღმდეგობაში მოდიოდა საბიუჯეტო სისტემის უნივერსალურობის პრინციპთან.

„ლელოს“ დეპუტატების მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტი შემდეგი ნაბიჯების გადადგმას ისახავს მიზნად: - უნდა დაუწესდეთ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს სავიზო შეზღუდვები; შეეზღუდოთ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს საქართველოს დასაქმების ბაზარზე წვდომა; აეკრძალოთ რუსეთის მოქალაქეებს ქართული მიწისა და სხვა უძრავი ქონების შესყიდვა; აიკრძალოს რუსული სანომრე ნიშნიანი მანქანების შემოსვლა საქართველოში; აეკრძალოთ რუსულ კომპანიებს სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობა; დაუწესდეთ რუსულ ბიზნესს საოკუპაციო მოსაკრებელი; აიკრძალოს რუსეთთან პირდაპირი ფრენები; აიკრძალოს რუსული პროპაგანდისტული სატელევიზიო არხების მაუწყებლობა საქართველოში და კრემლის საოკუპაციო პოლიტიკის მსახურ რუსულ ფონდებს აეკრძალოთ საქართველოში საქმიანობა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში